წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-22-19 / 291

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2022 11:16

მიღების თარიღი ივნისი 23, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი 1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ 70-ე მუხლის პუნქტი 4-ის თანახმად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში გარდა ამ კანონით განსაზღვრეული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ფორმა 1.5, რომელშიც მაუწყებლები ავსებენ ინფორმაციას მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, შეიცავს „რეკლამას“, როგორც დაფინანსების წყაროს სახეობას, თუმცა არ არის გამიჯნული ერთმანეთისგან კომერციული რეკლამა, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და ფასიანი სოციალური/საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება. რეკლამის სამივე ეს სახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული დაფინანსების წყაროებია, ერთი კატეგორიის ქვეშ ხვდება. აღნიშნული შეუძლებელს ხდის იმის განსაზღვრას, თუ კონკრეტულად რომელი დაფინანსების   წყაროდან   მიიღო   მაუწყებელმა   შემოსავალი,   რაც   სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამჭვირვალეობის მოთხოვნას. გარდა ამისა, ფორმა 1.5-ში დაფინანსების წყაროს სახეებში გვხვდება „სხვა“ დაფინანსების წყარო, რომელიც უნდა ჩაიშალოს „სხვა სამაუწყებლო“ და „სხვა არასამაუწყებლოდ“. ასევე, ფორმაში გვხვდება „ინტერაქტივი“, როგორც დაფინანსების წყარო. ასეთი ტიპის შემოსავალი ძალიან იშვითად გვხვდება მაუწყებლების მიერ შევსებულ მონაცემებში და ფორმის გამარტივების მიზნით მიზანშეწონილია ამოღებულ იქნეს და ასეთი ტიპის დაფინანსების წყაროს მაუწყებლები მიუთითებენ „სხვა სამაუწყებლოში“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ამინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში და მის დანართი-1-ში არსებული ფორმა 1.5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

დანართი 1

ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები)

ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა

 

ველი

განმარტება

 

თვე

კვარტლის შესაბამისი თვეები. თითოეული თვის მონაცემები ივსება ცალ-ცალკე

მაუწყებლობის სახე

ტელევიზია / რადიო

 

 

 

დაფინანსების წყაროს სახეობა

კომერციული რეკლამა

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

ფასიანი სოციალური რეკლამა / საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება სპონსორობა

ტელეშოფინგი

მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა

 

 

 

სხვა პირების შემოწირულობა განცხადებები

კონტენტის რეალიზება ტექნიკური მომსახურება საეთერო დროის გაყიდვა პროდუქტის განთავსება არქივის გაქირავება

ვებ-ბანერით მიღებული შემოსავალი სახელმწიფო დაფინანსება

სხვა არასამაუწყებლო სხვა სამაუწყებლო შენიშვნა:

1. ვებ-ბანერით მიღებული შემოსავალი უნდა მიუთითოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მაუწყებლობა ხორციელდება ინტერნეტის საშუალებით და ვებ-ბანერი განთავსებულია იმ გვერდზე, რომელზეც ხორციელდება მაუწყებლობა

2. „სახელმწიფო დაფინანსების“  მნიშვნელობას უთითებენ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლები

შემოსავლის ოდენობა

შესაბამისი თანხა ლარებში

 

შენიშვნა

შენიშვნის ველში შესაძლებელია მიუთითოთ  “სხვა არასამაუწყებლო“ და „სხვა სამაუწყებლო“ შემოსავალი დაფინანსების რა  წყაროდან  მიიღეთ

 

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები