საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის პირველი ივლისის № გ-21-7/384 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2022 15:58
მიღების თარიღი თებერვალი 03, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის პირველი ივლისის № გ-21-7/384 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ბრენდმა“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 7 მარტს; ს.კ. № 445502607) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-6/257, 25.01.22) და მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის პირველი ივლისის № გ-21-7/384 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირის - 406.775 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, № F 2573 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაუქმება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბრენდი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას № F 2573 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 406.775 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2021 წლის პირველი ივლისიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 2021 წლის პირველი ივლისის № გ-21-7/384 გადაწყვეტილებით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2573 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „ბრენდისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის 2021 წლის პირველი ივლისის №გ-21-7/384 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ბრენდისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. დაევალოს აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) შპს „ბრენდისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
