საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 7 ივლისის № გ-22-7/303 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2022 11:36
მიღების თარიღი აგვისტო 04, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 7 ივლისის № გ-22-7/303 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი გეოფიზიკა ტორუნ ს.ა. საქართველოს ფილიალმა (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 7 ივნისს; ს.კ. № 402222224) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-7/2700, 20.07.22) გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სოფელი ნორიო) კომისიის 2022 წლის 7 ივლისის № გ-22-7/303 გადაწყვეტილებით მინიჭებული ხუთი სიხშირიდან, დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სამი სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 7 ივლისის № გ-22-7/303 გადაწყვეტილებით უცხოური საწარმოს ფილიალი გეოფიზიკა ტორუნ ს.ა. საქართველოს ფილიალს მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2755 უფლება და მიენიჭა სიხშირეები 153.375 მჰც, 158.375 მჰც, 417.925 მჰც, 422.925 მჰც და 427.925 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ერთი წლის ვადით - 2022 წლის 7 ივლისიდან 2023 წლის 7 ივლისამდე.
კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ივლისის № 22-10-1309 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, აღნიშნავს რომ უცხოური საწარმოს ფილიალ გეოფიზიკა ტორუნ ს.ა. საქართველოს ფილიალს შესაძლებელია მიენიჭოს 441.475 მჰც, 445.475 მჰც და 449.475 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) სიხშირეები ნაცვლად 417.925 მჰც, 422.925 მჰც და 427.925 მჰც სიხშირეებისა გარდაბნის მუნიციპალიტეტში რადიოკავშირის უზრუნველყოფის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 7 ივლისის № გ-22-7/303 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალი გეოფიზიკა ტორუნ ს.ა. საქართველოს ფილიალს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2755 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 153.375 მჰც, 158.375 მჰც, 441.475 მჰც, 445.475 მჰც და 449.475 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ერთი წლის ვადით - 2022 წლის 7 ივლისიდან 2023 წლის 7 ივლისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს ფილიალი გეოფიზიკა ტორუნ ს.ა. საქართველოს ფილიალისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს უცხოური საწარმოს ფილიალი გეოფიზიკა ტორუნ ს.ა. საქართველოს ფილიალს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) უცხოური საწარმოს ფილიალი გეოფიზიკა ტორუნ ს.ა. საქართველოს ფილიალისთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) უცხოური საწარმოს ფილიალი გეოფიზიკა ტორუნ ს.ა. საქართველოს ფილიალისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
