საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 3 თებერვლის № გ-22-7/34 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2022 17:27
მიღების თარიღი სექტემბერი 22, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 3 თებერვლის № გ-22-7/34 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაიმ“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 20 იანვარს; ს.კ. № 406198485) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-22-6/3249, 26.08.22) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში საჰაერო ხომალდებთან რადიოკავშირისთვის მინიჭებული ერთი სიხშირის მოქმედების გეოგრაფიული ზონის (დამატებით ქ. თელავი) გაზრდის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 3 თებერვლის № გ-22-7/34 გადაწყვეტილებით შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაის“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2675 უფლება და მიენიჭა სიხშირე 131.775 მჰც ქ. თბილისში (გეოგრაფიული კოორდინატები: 41.673273786N; 44.959417190E), ერთი წლის ვადით - 2022 წლის 3 თებერვლიდან 2023 წლის 3 თებერვლამდე. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაისთვის“ 131.775 მჰც (25 კჰც ზოლის სიგანით) სიხშირით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს ქ. თელავში (განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატები: 41"57'33"N; 45"31'40"E) (სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნა № 22-10-1556, 05.09.22).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 3 თებერვლის № გ-22-7/34 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F 2675 ქვემოთ განსაზღვრული პირობების და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:
• სიხშირე - 131.775 მჰც (25 კჰც ზოლის სიგანით);
• გადამცემის (Icom A120) განლაგება: ქ. თბილისი (გეოგრაფიული კოორდინატები: 41.673273786N; 44.959417190E); ქ. თელავი (გეოგრაფიული კოორდინატები: 41"57'33"N; 45"31'40"E);
• გადამცემის გასხივების მაქსიმალური სიმძლავრე 9 ვატი;
ერთი წლის ვადით - 2022 წლის 3 თებერვლიდან 2023 წლის 3 თებერვლამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაის“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაისთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
