წვდომის მენიუ

სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს №499/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-22-19 / 426

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2022 16:01

მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2022

სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს №499/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ (ს/ნ 245675880) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/2624, 16.06.21 და №შ-22-7/3287, 30.08.22) ქ. თბილისის სამაუწყებლო სიხშირის (FM 90.2 მჰც) გაკენტების, ლაგოდეხის სამაუწყებლო სიხშირეზე (FM 90.7 მჰც) მოქმედი გადამცემი სადგურის სიმძლავრის მომატების თაობაზე და ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სოფელ ჯოჭოში და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშუმში დამატებითი, მცირე სიმძლავრის სადგურებისთვის, სიხშირული რესურსის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსამაუწყებლო ქსელის განვითარებისათვის კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს დამატებით სიხშირეებს FM დიაპაზონში, შესაბამის ზონაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო” კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N357/13 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირულ რესურსს: ქ. ბათუმში - 104,5 მჰც და ქ. შუახევში - 106,0 მჰც. ხოლო კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს №499/13 გადაწყვეტილებით შემდეგ სიხშირულ რესურსს:

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიომაუწყებლობას რადიოსიხშირეების გამოყენებით ახორციელებს 3 რადიოარხზე, ხოლო ამავე კანონის 352 მუხლის პირველი თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო რადიომაუწყებლობას ახორციელებს 1 რადიოარხზე.

კომისიის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 28 სექტემბრის №22-10-1681 სამსახურებრივი ბარათის თანახმად ქ. თბილისის 90.2 მჰც სიხშირის გაკენტებისათვის საჭიროა კომპლექსური და ხანგრძლივი საკოორდინაციო პროცედურების ჩატარება, რომელთა დასრულების შემდგომ კომისიას ექნება პასუხი სათანადო ცვლილებების გატარების შესახებ. რაც შეეხება ლაგოდეხის სადგურის სიმძლავრის მომატებას, ეს საკითხი მნიშვნელოვნად არ ცვლის საზღვრისპირა რეგიონში არსებულ ელექტრომაგნიტურ თავსებადობას და ამასთან დაკავშირებით მიღებულია მეზობელი სახელმწიფოს სათანადო სტრუქტურის თანხმობა. დეპარტამენტის მიერ აგრეთვე შერჩეულ იქნა სიხშირეები დამატებითი მცირე სიმძლავრის რადიოსამაუწყებლო გადამცემების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სოფელ ჯოჭოში და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშუმში ფუნქციონირებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შესაძლებელია ლაგოდეხის სამაუწყებლო სიხშირეზე (FM 90.7 მჰც) მოქმედი გადამცემი სადგურის სიმძლავრის მომატება 1000 ვტ-მდე და ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სოფელ ჯოჭოში და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშუმში სიხშირული რესურსის მინიჭება შემდეგი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს №499/13 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების დანართის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

7

ლაგოდეხი სატელევიზიო ანძა

 

90,7

 

FM

 

V

 

წრიული

 

1000

 

8

 

41°48'41.76"N

46°10'16.54"E

 

20


2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს №499/13 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების დანართს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-10, მე-11 და მე-12 სტრიქონები: 

 

10

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი სარფი

 

93.9

 

FM

 

V

 

წრიული

 

50

 

4

 

41°31'30.54"N

41°33'21.63"E

 

15

 

 

11

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ჯოჭო

 

 

93.1

 

 

FM

 

 

V

აზიმუტი 150°, ანტენის გაშლის კუთხე

120°

 

 

50

 

6

 

41°34'47.52"N

41°40'58.50"E

 

 

15

 

12

ხულოს მუნიციპალიტეტი სოფელი ბეშუმი

 

93.1

 

FM

 

V

 

წრიული

 

50

 

4

 

41°36'37.41"N

42°32'46.05"E

 

10


3. უზრუნველყოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;

4. დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია   და რადიოსთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

5. დაევალოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებულ სოფლებში რადიოგადამცემების ჩართვიდან სამი თვის განმავლობაში,  უზრუნველყოს  კომისიის  რადიოელექტრონული  მოწყობილობების  რეესტრში,  ამავე რეესტრით  გათვალისწინებული   ინფორმაციის   ელექტრონული   წესით   ასახვა   (ვებ   მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის   ტელევიზია   და   რადიოსთვის“   სიხშირეების   მინიჭების   საკითხი   შესაბამისობაში   იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში   (ქ.თბილისი,   დავით   აღმაშენებლის   ხეივანი   №64)  გადაწყვეტილების დამოწმებული      ასლის      სსიპ      ”საზოგადოებრივი      მაუწყებლის      აჭარის      ტელევიზია      და რადიოსთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტისა) დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები