წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე „ბექა ხაჯიშვილის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N594 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს № გ21-15/469 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-22-19 / 50

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2022 13:16

მიღების თარიღი თებერვალი 17, 2022

ინდ. მეწარმე „ბექა ხაჯიშვილის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N594 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს №გ21-15/469 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ინდ. მეწარმე „ბექა ხაჯიშვილმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/570, 08.02.2022) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N594 უფლების გაუქმების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე „ბექა ხაჯიშვილმა“ ფლობს კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს №გ21-15/469 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N594 უფლებას 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე (422202000-422202999).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე “ბექა ხაჯიშვილს“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტი არ ჰყავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს ინდ. მეწარმე“ბექა ხაჯიშვილს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N594 უფლება და ძალადაკარგულად    გამოცხადდეს    კომისიის    2021    წლის    12    აგვისტოს    №გ21-15/469 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ინდ. მეწარმე „ბექა ხაჯიშვილისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას: აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე „ბექა ხაჯიშვილისთვის“  გაგზავნა  (ნ. ჯავახიძე) და კომისიის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ინდ. მეწარმე „ბექა ხაჯიშვილისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები