„შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ” კომისიის 2018 წლის 25 ოქტომბრის № 606/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2022 13:18
მიღების თარიღი თებერვალი 17, 2022
„შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ” კომისიის 2018 წლის 25 ოქტომბრის № 606/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა (რეგისტრირებული საბურთალოს რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 28 აგვისტოს № 5ა/4-580; ს.კ. № 211352016) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/461, 02.02.2022) და მოითხოვა კომისიის 2018 წლის 25 ოქტომბრის № 606/7 გადაწყვეტილებებით მინიჭებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1896 უფლების გაუქმება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 25 ოქტომბრის №606/7 გადაწყვეტილებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიენიჭა რადიოსარელეო სიხშირეები შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1378მჰც ± 13 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 26 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 1438მჰც ± 13 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 26 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;;
გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 1505მჰც ± 13 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 26 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა
1.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2“-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 25 ოქტომბრის №606/7 გადაწყვეტილება და გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1896 უფლება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;
4. დაევალოს აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
