სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2022 18:07
მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2022
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ (ს/ნ 204858163) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/3896, 26.10.2022) და მოითხოვა FM დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებით მინიჭებულ ოთხ პუნქტში სიხშირეების ცვლილება (საჩხერე 102,3მჰც; ჭიათურა 102,5მჰც; რიკოთი 102,5მჰც; საგარეჯო 91,1მჰც) და ასევე ახალი სიხშირეების მინიჭება (ბორითი 102,3მჰც; გორაძირი 102,3მჰც; სასადილო (გომბორი)102,5მჰც).
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებით დღეის მდგომარეობით რადიომაუწყებლობისთვის ფლობს შემდეგ სიხშირულ რესურსს:






ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსამაუწყებლო ქსელის განვითარებისათვის კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს დამატებით სიხშირეებს FM დიაპაზონში, შესაბამის ზონაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან.
კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის№22-10-2077 სამსახურებრივი ბარათის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ FM დიაპაზონის რადიოსამაუწყებლო ქსელის განვითარების მიზნით, შესაძლებელია კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) № 157/13 გადაწყვეტილების დანართის მე-7, მე-8, 28-ე და 31-ე სტრიქონები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2022 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე. სხდომას არ ესწრებოდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა სიხშირეების მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭება/ცვლილება და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხორციელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის);
2. უზრუნველყოს სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) სსიპ„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
5. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების სსიპ„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
