შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-22-2 / 132

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2022 17:34

მიღების თარიღი მარტი 17, 2022

შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებებით  მიმართა  შპს  „ალტ  ინფომ“  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/1086, 11.03.2022) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5104, 26/11/2020) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „ალტ ინფოს“ სურს გავრცელდეს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების საშუალებით. ხელმისაწვდომობა  აღნიშნული ტექნოლოგიით გავრცელებისას იქნება უფასო, კომპანია მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს 2022 წლის 21 მარტიდან. შპს „ალტ ინფოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია შპს „სტერეო+“-ის წერილი, სადაც მითითებულია თანამგზავრით (Eutelsat 36B) გავრცელების ტექნიკური პარამეტრები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალტ ინფო“ კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5104, 26/11/2020), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ვ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი, სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ რუსთავის მულტიპლექსი და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ მულტიპლექსი);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

ზ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

თ)   მაუწყებლობის   დაწყების   ვადა:   ინტერენეტით   და   მაუწყებლობის   გავრცელების   სხვა ტექნოლოგიებით 2021 წლის 26 თებერვლამდე, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით (სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ რუსთავის მულტიპლექსით და შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ მულტიპლექსით) 2021 წლის პირველი აპრილი, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსით) 2021 წლის 15 სექტემბერი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას, ან მას განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირება, იგი ვალდებულია ეს 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. ასევე ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2022 წლის 17 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი სერგო ხურციძე. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5104, 26/11/2020) მოდიფიცირება, კერძოდ მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას უნდა დაემატოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურების საშუალებით მაუწყებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-7 პუნქტის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მოდიფიცირდეს  შპს  „ალტ  ინფოს“  (ს/ნ  405313389)  მაუწყებლობის  ავტორიზაცია  (BR-5104, 26/11/2020), შევიდეს ცვლილება კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებაში და:

ა)   გადაწყვეტილების  პირველი  პუნქტის  ვ)  ქვეპუნქტს  დაემატოს  შემდეგი  რედაქციის  ვ.დ) ქვეპუნქტი:

„ვ.დ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);“

ბ)  გადაწყვეტილების  პირველი  პუნქტის  ზ)  ქვეპუნქტს  დაემატოს  შემდეგი  რედაქციის  ზ.დ) ქვეპუნქტი:

„ზ.დ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;“

გ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ)   მაუწყებლობის   დაწყების   ვადა:   ინტერენეტით   და   მაუწყებლობის   გავრცელების   სხვა ტექნოლოგიებით 2021 წლის 26 თებერვლამდე, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით (სს „ქვემო  ქართლის  ტელე-რადიო  კომპანიის“  რუსთავის  მულტიპლექსით  და  შპს  „ტელეკომპანია ეგრისის“ მულტიპლექსით) 2021 წლის პირველი აპრილი, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსით) 2021 წლის 15 სექტემბერი; თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურებით 2022 წლის 21 მარტი;“

2. შპს „ალტ ინფო“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ  დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ალტ ინფოსთვის“ გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ალტ ინფოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ალტ ინფოსთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები