წვდომის მენიუ

შპს „ილიონის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის ივნისის №გ-20-1/472 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-22-2 / 140

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2022 16:19

მიღების თარიღი მარტი 24, 2022

შპს „ილიონის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის ივნისის №გ-20-1/472 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა   შპს„ილიონმა“   (კომისიაში   რეგისტრაციის   №შ-22-7/1163,17/03/2022) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5096, 04/06/2020) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „ილიონს“ სურს მაუწყებლობის ენებად ქართულ ენასთან ერთად დამატებით განისაზღვროს რუსული და ინგლისური.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს„ილიონი“ კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №გ-20-1/472 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5096, 04/06/2020), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის    ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის 4 ივლისამდე;

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას, ან მას განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირება, იგი ვალდებულია ეს 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. ასევე ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2022 წლის 24 მარტის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ილიონის“ წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, კომისიას  მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს„ილიონის“ მაუწყებლობის  ავტორიზაციის (BR-5096,  04/06/2020)  მოდიფიცირება და მაუწყებლობის ენას უნდა დაემატოს რუსული და ინგლისური.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-7 პუნქტის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს„ილიონის“ (ს/ნ 400213700) მაუწყებლობის  ავტორიზაცია   (BR-5096, 04/06/2020), შევიდეს ცვლილება კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №გ-20-1/472 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

2. შპს „ილიონი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ  დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ილიონისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ    კოლეგიაში  (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი N64) შპს„ილიონისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ილიონისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები