ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ სათემო მაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2022 11:47
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2022
ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ სათემო მაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/2024, 24.05.2022), მისი კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო- ივერია“ ითხოვს ქ. მესტიაში, ქ. ლენტეხში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ტყიბულში, ქ. სტეფანწმინდაში, ქ. ხულოში და ქ. ბათუმში კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირეებით შეცვლას. როგორც წერილშია აღნიშნული რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა საკუთარ ავტომობილებში ვერ ახერხებს რადიოსიგნალის მიღებას, ვინაიდან უცხოურ ავტომანქანებში რადიოსიგნალის მიღება ხდება კენტი რიცხვით დაბოლოებულ სიხშირეებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია“ ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1, 2016 წლის 4 ოქტომბრის №664/5, 2017 წლის 28 სექტემბრის №654/2 და 2018 წლის 31 მაისის №332/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა; გ) მაუწყებლობის ენა: ქართული, რუსული;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;
ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის
განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე
(ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
თბილისი |
105.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.70"N 44°47'6.40"E |
200 |
8 |
|
ახალციხე |
107.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°37'48.40"N
42°57'25.40"E |
30 |
8 |
|
ახმეტა |
93.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'58.00"N
45° 9'33.99"E |
25 |
4 |
|
გორი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'57.10"N
44° 2'50.80"E |
60 |
4 |
|
ზუგდიდი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°30'7.80"N
41°53'8.80"E |
30 |
4 |
|
ლენტეხი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°46'28.45"N
42°45'40.57"E |
15 |
4 |
|
მესტია |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
43° 01'28.8"N
42°46'07.60"E |
15 |
4 |
|
სენაკი |
88.1 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°17'23.15"N
42° 3'27.98"E |
20 |
4 |
|
ტყიბული |
90.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°22'27.22"N
43° 2'20.15"E |
35 |
4 |
|
ფოთი |
104.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 8'23.80"N
41°40'39.30"E |
25 |
4 |
|
ქუთაისი |
87.9 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°16'48.18"N
42°44'11.20"E |
50 |
4 |
|
სტეფანწმი ნდა |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°39'24.29"N |
20 |
4 |
|
|
|
|
|
|
|
44°39'10.13"E |
|
|
|
ყვარელი |
94.5 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°54'23.04"N
45°49'41.92"E |
25 |
4 |
|
წალკა |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'5.80"N
44°14'18.50"E |
20 |
4 |
|
ხულო |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'23.80"N
42°20'34.39"E |
30 |
4 |
|
ბათუმი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'37.56"N
41°42'54.99"E |
30 |
4 |
|
დედოფლი სწყარო |
95.1 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'0.91"N
46° 8'10.62"E |
40 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-22-10/1093, 27/06/2022) თანახმად რადიომონიტორინგის შედეგებისა და თეორიული გათვლების საფუძველზე, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმარებული სამაუწყებლო სიხშირული რესურსის თავსებადობის შენარჩუნებას, ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო- ივერიას“ სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირეების მნიშვნელობების გაკენტება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული ჩამონათვალის მიხედვით:
1. გორი - 105.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 105.3 მჰც-ით;
2. ლენტეხი - 105.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 105.5 მჰც-ით,
3. მესტია - 105.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 105.3 მჰც-ით,
4. ტყიბული - 90.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 90.3 მჰც-ით,
5. სტეფანწმინდა - 105.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 105.3 მჰც-ით;
6. ხულო - 105.4მჰც შესაძლებელია შეიცვალოს 105.3 მჰც-ით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 4 ივლისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/2514), ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ“ თანხმობა განაცხადა კომისიის მიერ შეთავაზებულ ექვს ქალაქში სიხშირეების შეცვლაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2022 წლის 14 ივლისის კომისიის №გ-22-23/316 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ სათემო მაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2022
წლის 18 აგვისტო, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ წარმომადგენელი დარეჯან შენგელია. სხდომაზე აღინიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2022 წლის 25 აგვისტო დაასახელა.
კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების მოდიფიცირება და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების განხორციელება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ სათემო მაუწყებლობის №B182 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის
განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე
(ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან
(მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
თბილისი |
105.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.70"N 44°47'6.40"E |
200 |
8 |
|
ახალციხე |
107.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°37'48.40"N
42°57'25.40"E |
30 |
8 |
|
ახმეტა |
93.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'58.00"N
45° 9'33.99"E |
25 |
4 |
|
გორი |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'57.10"N
44° 2'50.80"E |
60 |
4 |
|
ზუგდიდი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°30'7.80"N
41°53'8.80"E |
30 |
4 |
|
ლენტეხი |
105.5 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°46'28.45"N
42°45'40.57"E |
15 |
4 |
|
მესტია |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
43° 01'28.8"N
42°46'07.60"E |
15 |
4 |
|
სენაკი |
88.1 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°17'23.15"N
42° 3'27.98"E |
20 |
4 |
|
ტყიბული |
90.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°22'27.22"N
43° 2'20.15"E |
35 |
4 |
|
ფოთი |
104.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 8'23.80"N
41°40'39.30"E |
25 |
4 |
|
ქუთაისი |
87.9 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°16'48.18"N
42°44'11.20"E |
50 |
4 |
|
სტეფანწმი ნდა |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°39'24.29"N
44°39'10.13"E |
20 |
4 |
|
ყვარელი |
94.5 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°54'23.04"N
45°49'41.92"E |
25 |
4 |
|
წალკა |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'5.80"N |
20 |
4 |
|
|
|
|
|
|
|
44°14'18.50"E |
|
|
|
ხულო |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'23.80"N
42°20'34.39"E |
30 |
4 |
|
ბათუმი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'37.56"N
41°42'54.99"E |
30 |
4 |
|
დედოფლი სწყარო |
95.1 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'0.91"N
46° 8'10.62"E |
40 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) ააიპ
„საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე-3 პუნქტისა) დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
