წვდომის მენიუ

შპს „კავეა პლუსი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-22-20 / 236

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2022 18:31

მიღების თარიღი ივნისი 02, 2022

შპს „კავეა პლუსი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში“კომისია”) აღნიშნავს, რომ 2022 წლის 19 მაისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/1979), მიმართა შპს„კავეა პლუს“-მა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერად ჩვენების უფლების შესახებ ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. შპს „კავეა პლუს“-მა მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას, გარდა ხელშეკრულების მხარეების, საგნის, ვადის, მოქმედების ტერიტორიის, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალისა და გავრცელების ტექნიკის შესახებ ინფორმაციისა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

შპს„კავეა პლუსი“-ს მიერ 2022 წლის 19 მაისის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-226/1979) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

შპს„კავეა პლიუს“-სა და Sony Pictures Production and Releasing LLC-ს შორის 2022 წლის 5 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება, ნაწილობრივ.

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ შპს „კავეა პლუსი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავეა პლუსი“-ს 2022 წლის 19 მაისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ22-6/1979) უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.  კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, მხარეების, ხელშეკრულების ვადის, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალის, გავრცელების ტერიტორიის და ტექნოლოგიისა, ვინაიდან, შპს „კავეა პლუსი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს„კავეა პლუსი“-ს 2022 წლის 19 მაისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/1979) და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „კავეა პლუსი“-ს მიერ 2022 წლის 19 მაისს კომუნიკაციების კომისიისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები, გარდა ხელშეკრულებების საგნის, მხარეების, ხელშეკრულების ვადის, აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ჩამონათვალის, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციისა.

2. ამ გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შპს „კავეა პლუსი“-ს კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „კავეა პლუსი“-ს მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შპს„კავეა პლუსი“-სთვის  გაგზავნა  (ნ.ჯავახიძე)  და  კომისიის  ოფიციალურ  ვებ  გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები