წვდომის მენიუ

სს„სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-20 / 322

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2022 14:29

მიღების თარიღი ივლისი 14, 2022

სსსილქნეტისმიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიაში  (შემდგომში  „კომისია“) სს„სილქნეტმა“ 2022 წლის 27 აპრილის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/1653) დანართის სახით წარმოადგინა კომისიის მიერ 2022 წლის 22 მარტის Nგ-22-16/151 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაცია- სს„სილქნეტის“ მიერ არაქართული არხების ტრანზიტზე გაფორმებული ხელშეკრულებები და მათთან დაკავშირებული კორესპონდენცია და მოითხოვა მათი ცნობა კომერციულ საიდუმლოებად. კომპანიამ საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მოითხოვა   წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ   საიდუმლოებად ცნობა სრულად, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეეხება ხელშეკრულების საგანს, მხარეებს, მოქმედების ვადას, გავრცელების ტერიტორიასა და ტექნოლოგიას. სს „სილქნეტის“ განმარტებით, წარმოდგენილი ხელშეკრულებები შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს ცნობებს მხარეთა შორის არსებული კომერციული, ფინანსური თუ ტექნიკური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლის ხელშეკრულებებში ასახვაც განხორციელდა მხარეთა შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად და აღნიშნული პირობების საჯაროდ დატოვებამ  და    გამჟღავნებამ, შესაძლოა, ზიანი   მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

სს„სილქნეტის“ წარმოდგენილი ხელშეკრულებების და მათთან დაკავშირებული კორესპონდენციის დიდი ნაწილი შესრულებული იყო არაქართულ, რუსულ ან/და ინგლისურ ენაზე. კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიამ სს „სილქნეტს“ 2022 წლის 5 მაისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nგ-22-08/1102) სთხოვა ამავე წლის 25 მაისამდე წარმოედგინა მოწოდებული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ასლები. სს „სილქნეტმა“ 2022 წლის 25 მაისს წერილით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/2035) კომისიას და ხელშეკრულებების მოცულობითი ხასიათის მიზეზით მოითხოვა 1 თვიანი დამატებითი ვადა ნოტარიულად დამოწმებული, ქართულად თარგმნილი ხელშეკრულებების და მათთან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოსადგენად. კომისია 2022 წლის 6 ივნისის  წერილით  (კომისიაში რეგისტრაციის  ნომრით  Nგ-22-08/1386)  დაეთანხმა  სს„სილქნეტის“ მოთხოვნას და კომპანიას განუსაზღვრა ახალი ვადა ხელშეკრულებების წარმოსადგენად. სს „სილქნეტმა“ 2022 წლის 27 ივნისის და 5 ივლისის   წერილებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/2449 და შ-22-6/2537 შესაბამისად), კომისიაში წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში, არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისია მიიჩნევს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მათთან დაკავშირებული კორესპონდენცია შინაარსობრივად  ნაწილობრივ  შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას. კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს კომპანიისთვის შეთავაზებული პირობების, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური და არაფინანსური ხასიათის უფლება- მოვალეობების შესახებ ისეთ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებით, შესაძლებელია, საჯაროდ გახდეს ცნობილი მხარეებს შორის თანამშრომლობის კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციის, მიმდინარე და სამომავლო გეგმებისა და კომერციული სტრატეგიის შესახებ, რაც ხელს შეუშლის სს„სილქნეტის“ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეეხება ხელშეკრულებების საგანს, მხარეებს, მოქმედების ვადებს, გავრცელების ტერიტორიასა და ტექნოლოგიას განეკუთვნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა იქნეს კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

„კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს აღნიშნული დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის წარმოდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა. კომისია წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხს განხილავს „სს„სილქნეტის“, შპს„მაგთიკომის“, შპს„ახალი ქსელებისა“ და შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  საჩივრების  დასაშვებად  ცნობისა  და შპს„მედია რაითს ჯორჯიას“, შპს„ტელეიმედის“, სს„მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვ-ის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის (გ-21-16/545, 30.09.2021) გადაწყვეტილების შესაბამისად „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, სს„სილქნეტს“ უნდა დაევალოს აღნიშნული დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული, ქართული თარგმანის არაკონფიდენციალური (დაფარული) ვერსიის წარმოდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27  ივნისის №1  დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად:

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილდეს სს„სილქნეტის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად 2022 წლის 27 აპრილს (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/1653) წერილით, დანართის სახით წარმოდგენილი ქართულენოვანი და 27 ივნისს და 5 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/2449 და შ-22-6/2537 შესაბამისად), წერილით, დანართის სახით წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული ქართულად თარგმნილი სს „სილქნეტის“ მიერ არაქართული არხების ტრანზიტზე გაფორმებული ხელშეკრულებები და მათთან დაკავშირებული კორესპონდენცია სრულად, გარდა ხელშეკრულების საგნის, მხარეების, მოქმედების ვადების, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიის ნაწილისა;

2. სს„სილქნეტის“ 2022 წლის 27 აპრილის, 27 ივნისისა და 5 ივლისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომრით Nშ-22-6/1653; Nშ-22-6/2449 და შ-22-6/2537 შესაბამისად) წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მათთან დაკავშირებული კორესპონდენცია იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ხელშეკრულების საგანს, მხარეებს, მოქმედების ვადებს, გავრცელების ტერიტორიას და ტექნოლოგიას დარჩეს ღიად;

3. სს„სილქნეტის“ დაევალოს ამ გადაწყვეტილებით კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი, ქართულენოვანი და ნოტარიულად დამოწმებული, ქართულად თარგმნილი ხელშეკრულებების და მათთან დაკავშირებული კორესპონდენციის არაკონფიდენციალური (დაფარული) ვერსიის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს 2022 წლის 8 აგვისტოსი;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს„სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

5.  წინამდებარე   გადაწყვეტილების   მე-2   პუნქტით   განსაზღვრული   ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას, აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს„სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე)  და  კომისიის  ოფიციალურ  ვებ  გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

9. გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-5 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64),  ამ  გადაწყვეტილების  კომისიის  ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების  დღიდან ერთი თვის ვადაში;

10. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს სს„სილქნეტის“  მიერ,  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც სს „სილქნეტმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

11.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე              თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები