წვდომის მენიუ

შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-22-20 / 432

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2022 12:22

მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2022

შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2022 წლის 28 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3590), მიმართეს შპს „აჭარასპორტ.ტვ“-მ და შპს „აჭარა.ქომ“-მა კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის სატელევიზიო, ასევე ინტერნეტპლატფორმასა და მობილურ აპლიკაციაში მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. შპს „აჭარასპორტ.ტვ“-მ და შპს „აჭარა.ქომ“-მა მოითხოვეს წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, კერძოდ, ღია რჩება ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ 2022 წლის 28 სექტემბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3590) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

   ATP Tour, Inc-ს, ATP Media Operations Limited-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ს შორის 2020 წლის 22 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (2-37 გვ.);

   DAZN MEDIA CHANNELS LIMITED-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ს შორის 2019 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (38-65 გვ.);

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   სრულად  დაკმაყოფილდეს  შპს  „აჭარასპორტ.ტვ“-სა  და  შპს  „აჭარა.ქომ“-ის  2022 წლის 28 სექტემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3590) და:

   ცნობილ  იქნას  ATP  Tour,  Inc-ს,  ATP  Media  Operations  Limited-სა  და  შპს „აჭარა.ქომ“-ს შორის  2020  წლის  22  აპრილს  გაფორმებული  ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;

  DAZN MEDIA CHANNELS LIMITED-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ს შორის 2019 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;

2.   ამ   გადაწყვეტილების   1-ლი   პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო. ვოტ)  აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ისათვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6.   გადაწყვეტილება,  შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,

№64), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები