შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2022 12:39
მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2022
შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2022 წლის 28 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3591), მიმართა შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-მა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის სატელევიზიო, ასევე ინტერნეტპლატფორმასა და მობილურ აპლიკაციაში მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-მა მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, კერძოდ, ღია რჩება ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის მიერ 2022 წლის 28 სექტემბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3591) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
Electus, LLC-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2021 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (3-9 გვ.);
LLC “Premier League”-სა და Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2022 წლის 19 გვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (10-34 გვ.);
HANDYMAIN LIMITED-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2020 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (35-85 გვ.);
Bundesliga International GmbH-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2020 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (86-140 გვ.);
beIN IP Ltd-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2021 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (141-167 გვ.);
NBA Properties, Inc.-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2021 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (168-192 გვ.);
Pitch International LLP-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2020 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (193-248 გვ.);
SARAN MEDIA INTERNATIONAL LIMITED-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2021 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (249-259 გვ.);
Infront Sports & Media UK Limited-ს და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2020 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (260-280 გვ.);
The 12th Player BV, SRL-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2020 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (281-294 გვ.);
Saran Media International Limited-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2022 წლის 28 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (295-432 გვ.).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სრულად დაკმაყოფილდეს შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის 2022 წლის 28 სექტემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3591) და:
ცნობილ იქნას Electus, LLC-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2021 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
LLC “Premier League”-სა და Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2022 წლის 19 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
HANDYMAIN LIMITED-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2020 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
Bundesliga International GmbH-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited- ს შორის 2020 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
beIN IP Ltd-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2021 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
NBA Properties, Inc.-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2021 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
Pitch International LLP-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2020 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
SARAN MEDIA INTERNATIONAL LIMITED-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2021 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
Infront Sports & Media UK Limited-ს და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2020 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
The 12th Player BV, SRL-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2020 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
Saran Media International Limited-სა და შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ს შორის 2022 წლის 28 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, ლიცენზიის მფლობელის, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიის, ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის შესახებ პირობებისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;
2. ამ გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ისათვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
6. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,
№64), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
