წვდომის მენიუ

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2021 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ

ნომერი: გ-22-21 / 243

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2022 17:23

მიღების თარიღი მაისი 31, 2022

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2021 წლის  ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების  შესახებ

I აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 31 მაისის სხდომაზე მოსმენილი იქნა ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2021 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ.

კომისიამ 2021 წელს ფაქტური ჯამური შემოსავალის სახით მიიღო 12,953,104 ლარი, რომელიც კატეგორიების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი სახით:

 

კომისიის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების „სხვა შემოსავლების“ მუხლი მოიცავს ევროკავშირის  მიერ მედიაწიგნიერების  პროექტის  დაფინანსების ფაქტიურ შემოსავალს.

 

მედიაწიგნიერების მუხლით გახარჯულია სულ 2,042,935 ლარი, საიდანაც კომისიის  მიერ მედიაწიგნიერების  ხელშეწყობის  მიზნებისთვის  დაფუძნებული ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ (შემდგომში „მედიააკადემია“)  მიერ  გახარჯულია 1,664,020 ლარი:

II სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ცნობად იქნას მიღებული კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია  დევდარიანის ინფორმაცია  კომისიის და მედიააკადემიის  2021  წლის  ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური  შესრულების შესახებ;

2.   დამტკიცდეს   კომისიის   2021   წლის   ბიუჯეტის   ფაქტიური   შესრულების მაჩვენებლები:

3.   დამტკიცდეს მედიააკადემიის 2021 წლის ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯები:

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები