„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2022 10:44
მიღების თარიღი აპრილი 07, 2022
„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცება. კომისიამ 2010 წლის 6 ივლისს მიიღო N3 დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“.
კომისიას მომზადებული აქვს „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილების პროექტი, რომელიც შეეხება, როგორც ფიქსირებული, ისე მობილური საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლების პორტირების წესებს.
ზემოაღნიშნული დადგენილების მოქმედი რედაქციით, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უფლება და შესაძლებლობა შეინარჩუნოს სააბონენტო ნომერი, ნუმერაციის იმავე გეოგრაფიულ ზონაში სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის ქსელში პორტირებისას. დადგენილება არ ითვალისწინებს მსგავს ვალდებულებას, ადგილობრივი დაშვების სადენიანი ფიქსირებული სატელეფონო ქსელიდან (მათ შორის VOIP – ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირიდან) ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფიქსირებულ ქსელში პორტირებისას და პირიქით.
განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი ვალდებული იქნება უზრუნველყოს მომხმარებლის უფლება და შესაძლებლობა შეინარჩუნოს იგივე გეოგრაფიული სააბონენტო ნომერი ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, ნუმერაციის ერთი და იგივე სააბონენტო გეოგრაფიულ ზონაში, არაგეოგრაფიული ნუმერაციის რესურსის შემთხვევაში ნებისმიერ გეოგრაფიულ ზონაში. ცვლილების აღნიშნული რედაქცია შესაბამისობაშია ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსთან და ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან.
მობილური სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის გამარტივების მიზნით, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში“ შესაბამისი ცვლილების განხორციელების გზით, გამარტივდეს ფიზიკური პირების მიერ მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების განაცხადის წარდგენის პროცედურა და მომხმარებელმა (ფიზიკურმა პირმა) ოპერატორის სერვისცენტრში მისვლის გარეშე, დისტანციურად შეძლოს პორტირება მისთვის სასურველ ქსელში.
დაგეგმილი ცვლილებით, მობილური ქსელით მომსახურებაზე ავტორიზებული პირი ვალდებული იქნება უზრუნველყოს ისეთი პორტირების პროცესი, რა დროსაც მომხმარებელს (ფიზიკურ პირს) ექნება დისტანციურ რეჟიმში, პორტირების თაობაზე, განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა. განსახორციელებელი ცვლილება ითვალისწინებს, რომ ახალი სიმბარათი მიიღოს მობილური სააბონენტო ნომრის მფლობელმა პირადად ან, პორტირების თაობაზე განაცხადის დარეგისტრირებისას, მითითებულმა ფიზიკური პირმა, როგორც ოპერატორის სერვისცენტრში, ისე მისთვის სასურველ მისამართზე. კომისია აღნიშნავს, რომ პორტირების პროცესის გამარტივება ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას, რაც თავისთავად დადებითად აისახება მომხმარებლებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „პორტაბელურობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანოქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას. ამდენად, „პორტაბელურობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად გამართული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიამ უნდა გამართოს საჯარო კონსულტაციები, რაც გულისხმობს, რომ კომისიის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა წერილობითი კომენტარების, მოსაზრებების, შენიშვნების, განცხადებების ან/და წინადადებების (შემდგომში - კომენტარების) წარდგენის შესაძლებლობა. დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიის პასუხებთან ერთად საჯაროდ გამოქვეყნდება დადგენილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადად უნდა განისაზღვროს 3 თვე, რათა დადგენილების პროექტში შემავალი საკითხების სირთულის გათვალისწინებით კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა სათანადოდ შეისწავლოს დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილი კომენტარები და საჭიროებისამებრ გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-5, მე-6 და მე-7 მუხლის თანახმად და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „პორტაბელურობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;
3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „პორტაბელურობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 13 მაისი. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.
4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 2 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული დადგენილების პროექტი, განმარტებითი ბარათი;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
9. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარატამენტს (ა.ქარუმიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
