წვდომის მენიუ

ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-22-23 / 293

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2022 15:08

მიღების თარიღი ივლისი 07, 2022

ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016  წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული   კომისია  (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას  განცხადებით  მიმართა  ააიპ  ”გორის  სათემო  რადიო  მოზაიკამ“  (№შ-22-7/2433, 24.06.2022), მისი   კუთვნილი   კერძო   რადიომაუწყებლობის   №B189      ლიცენზიის   გაუქმების მოთხოვნით.

კომისია  აღნიშნავს, რომ  ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკა“ ფლობს  კერძო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 და 2017 წლის 28 სექტემბრის №656/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა; გ)  მაუწყებლობის ენა: ქართული; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით; ე) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად  შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით; ვ) ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის   ფარგლებში,   ზღვის  დონიდან   გადამცემი   ანტენის   დაკიდების   სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ)

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.

კომისიის 2022 წლის 7 ივლისის სხდომას ესწრებოდა ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ დირექტორი გვანცა დოლუაშვილი. სხდომაზე აღინიშნა რომ ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   74-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის  №B189  ლიცენზიის  გაუქმებისა  და  კომისიის  2016   წლის 25  აგვისტოს  №591/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 11 აგვისტოს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები