„ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2022 17:51
მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2022
„ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) ერთ-ერთი ფუნქციაა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით. აღნიშნული ფუნქციის შესრულების მიზნით, კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს № 7 დადგენილებით დამტკიცდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები. აღნიშნული დადგენილების დანართი 3-ის შესაბამისად, რომელიც მისი მიღების დროს მოქმედი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 451 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არის მომზადებული, ლიცენზიის/ავტორიზაციის მსურველი იურიდიული პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აუქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020378. ამოქმედდა 2022 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ე) იურიდიული პირისთვის – ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციები“, ხოლო 451 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ვ) იურიდიული პირისთვის – ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციები“. შესაბამისად, ლიცენზიის/ავტორიზაციის მსურველმა იურიდიულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ასევე, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილება უნდა შევიდეს „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართ 3-ში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 451 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.
3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.
4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2022 წლის 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
