შპს „ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2022 17:37
მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2022
შპს „ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათიდან (N22-10-1552, 01/09/2022) ირკვევა, რომ შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 07 ივლისის გ-22-18/314 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. შპს „ჰამბურგს“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, შპს „ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის, შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული პირობებისა და შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის Nგ-22/176 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N22-10-1552, 01/09/2022) თანახმად, შპს „ჰამბურგს“ არ შეუსრულებია „შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 ივლისის გ-22-18/314 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ: შპს „ჰამბურგს“ უნდა უზრუნველეყო ამავე წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა; კოდი-TRESGE22; სახაზინო კოდი -302003251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა.; ასევე, შპს „ჰამბურგს“ უნდა უზრუნველეყო ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანების -3455.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22; -საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-300773062 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა.
კომისიის ადმინისტრაციის საფინასო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „ჰამბურგს“ ასევე არ შეუსრულებია „შპს „ჰამბურგის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის N გ21-6/592 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულება, კერძოდ არ აქვს ჩარიცხული 2022 წლის 28 აგვისტომდე გრაფიკით გადასახდელი სალიცენზიო თანხა -1782,00 ლარის ოდენობით და სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანება ამ დროისთვის შეადგენს -5237 ლარს (3,455+1782).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 07 ივლისის გ-22-18/314 გადაწყვეტილება კომპანიას ჩაბარდა 2022 წლის 21 ივლისს. გადაწყვეტილება ჩაიბარა შპს „ჰამბურგის“ წარმომადგენელმა თ. კაკულიამ.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებით ბარათში აღნიშნულ ერთ-ერთ დარღვევასთან, კერძოდ 2022 წლის 07 ივლისის გ-22-18/314 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობასთან დაკავშირებით კომისიის მიერ 2022 წლის 6 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი N გ-22-03/2131.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/ 592 გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შპს ”ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს. ამავე გადაწყვეტილებითა და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართის თანახმად, შპს „ჰამბურგის“ სალიცენზიო ვალდებულებაა: ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10.692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდის ვალდებულება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
891.00 ლარი – 2021 წლის 28 ნოემბრამდე; 891.00 ლარი – 2021 წლის 28 დეკემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 იანვრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 თებერვლამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მარტამდე; 891.00 ლარი - 2022 წლის 28 აპრილამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მაისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივნისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივლისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 აგვისტომდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 სექტემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ოქტომბრამდე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 7 აპრილის Nგ-22-18 / 176 გადაწყვეტილებით შპს „ჰამბურგს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და ამასთან დაევალა ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის თებერვლისა და მარტის თვეების) ჯამური დავალიანების - 1,673.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა. ხოლო, „შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 7 ივლისის გ-22-18 / 314 გადაწყვეტილებით კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „შპს „ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის, შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა და „შპს “ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის Nგ-22-18/176 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით დაევალა შპს „ჰამბურგს“ ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანების - (მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი თვეების) 3,455.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობის გამო შპს „ჰამბურგის“ კუთვნილი NB110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 15 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-22-03/2173, 12/09/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2022 წლის 15 სექტემბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ შპს „ჰამბურგის“ წარმომადგენლები თ.კაკულია და მ.ტარახჩევი.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით, ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს და ანახლებს ლიცენზიის მოქმედებას, აუქმებს ლიცენზიას.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა შპს „ჰამბურგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევა და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განიხილოს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხი. შესაბამისად, უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით და განისაზღვროს ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 118-ე, 115-ე მუხლების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2022 წლის 27 ოქტომბრის 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge);
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჰამბურგისთვის“ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
