შპს „ეფემ ინტეგრაციის“ ავტორიზაციის შეჩერებისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N543 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №გ-20-15/580 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2022 12:51
მიღების თარიღი აპრილი 07, 2022
შპს „ეფემ ინტეგრაციის“ ავტორიზაციის შეჩერებისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N543 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №გ-20-15/580 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა,
რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ეფემ ინტეგრაცია“ (ს/კ402048477) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურესებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
მულტიმედიური მომსახურება; მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.
კომპანია ასევე კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №გ-20-15/580 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის, ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N543 უფლებას 10000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომერზე (322870000-322879999).
კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2022 წლის 21 იანვრის (Nშ-22-10-66), ბაზრის ანალიზის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2022 წლის 15 მარტის (Nშ-22-10-450) და აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2022 წლის 15 მარტის (Nშ-22-10-453 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ეფემ ინტეგრაცია“
2017 წლის ივლისის თვიდან 2022 წლის იანვრის თვის ჩათვლით ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს და 2017 წლის ივლისის თვიდან 2022 წლის იანვრის თვის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს. შპს „ეფემ ინტეგრაცია” არ ფიქსირდება კონტრაჰენტ ოპერატორად არცერთ ავტორიზებულ პირთან. ზემოაღნიშნული კომპანია ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მაუწყებლობის ტრანზიტს არ ახორციელებს.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად, პირი, რომელსაც შეუჩერდება ავტორიზაცია, არ უნდა ფლობდეს ნუმერაციის რესურსს. ასევე ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 15 მარტის (Nშ-22-10-451) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ეფემ ინტეგრაციას“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტი არ ჰყავს. ასევე პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ინფორმაციით ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსიდან პორტირება არ განხორციელებულა სხვა ფიქსირებულ მომსახურებაზე ავტორიზებულ პირთა ქსელში. შესაბამისად შპს „ეფემ ინტეგრაციის“ ავტორიზაციის შეჩერებისთანავე კომისია უფლებამოსილია გააუქმოს შპს „ეფემ ინტეგრაციას“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N543 უფლება და ძალადაკარგულად ცნოს კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №გ-20-15/580 გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ეფემ ინტეგრაციის“ ავტორიზაციის შეჩერების და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N543 უფლების და კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №გ-20-15/580 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2022 წლის 31 მარტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
შპს „ეფემ ინტეგრაციას“, საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა 2022 წლის 28 მარტს (№გ-22-03/774) ელექტრონულ მისამართზე კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით.
2022 წლის 31 მარტს შპს “ეფემ ინტეგრაციამ“ კომისიას მომართა წერილით (№შ-22-6/1339) და მოითხოვა საკითხის განხილვის 7 აპრილისთვის გადადება, ვინაიდან კომპანიის წარმომადგენელი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ დაესწრებოდა კომისიის სხდომას. 2022 წლის 31 მარტს კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიდო 2022 წლის 7 აპრილსთვის. კომპანიას საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება ხელმეორედ გაეგზავნა 2022 წლის 4 აპრილს (№გ-22-03/836) ელექტრონულ მისამართზე კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. ავტორიზაციის შეჩერების და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N543 უფლების და კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №გ-20-15/580 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე საკითხის განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა 2022 წლის 4 აპრილს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
კომისიის 2022 წლის 7 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ეფემ ინტეგრაციას“ წარმომადგენელი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ეფემ ინტეგრაციის“ დაუსწრებლად. სხდომაზე აღინიშნა, რომ სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ეფემ ინტეგრაციის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე და ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის საფუძველზე უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №გ-20-15/580 გადაწყვეტილება და გააუქმოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N543 უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „ეფემ ინტეგრაციას“ (ს/კ402048477) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
2. განემარტოს შპს „ეფემ ინტეგრაციას", რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. განემარტოს შპს „ეფემ ინტეგრაციას", რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
4. გაუქმდეს შპს „ეფემ ინტეგრაციას" ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N543 უფლება და ცნობილ იქნას ძალადაკარგულად კომისიის 2020 წლის 23 ივლისის №გ-20-15/580 გადაწყვეტილება;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) შპს „ეფემ ინტეგრაციასთვის" წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
