წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-22-4 / 327

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2022 12:31

მიღების თარიღი ივლისი 28, 2022

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს”მაგთიკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-22-6/924,01.03.22) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. კომისია აღნიშნავს, რომ შპს”მაგთიკომი”  ფლობს  რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიას კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც  სიხშირული დიაპაზონი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე CDMA ტექნოლოგიით საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2029 წლის 17 ივნისამდე;

გ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა 453 მჰც ÷ 457,5 მჰც და 463 მჰც ÷ 467,5 მჰც სიხშირული დიაპაზონის  გამოყენება  კომისიის  2006  წლის  30  ივნისის №6  დადგენილებით  დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის.

კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 და 2021 წლის 11 მარტის №გ-21-19/175 გადაწყვეტილებების თანახმად შპს„მაგთიკომი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის ფარგლებში ვალდებულია:

ა) გააგრძელოს მომსახურების მიწოდება ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე ან აქტიური აბონენტების სრულ  მიგრაციამდე, ან ქსელის სრულ გათიშვამდე, თუ მისი აღმოხვრა შეუძლებელია კომპანიის ხელთ არსებული ქსელის კომპონენტების მეშვეობით, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის წუნის შემთხვევაში, კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით;

ბ) შეინახოს და აბონენტის/აბონენტების მიგრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს აბონენტის/აბონენტების მიგრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია;

გ) წარმოადგინოს ინფორმაცია ქსელის დაზიანების თაობაზე წინამდებარე გადაწყვეტილების დანართ N2-ში მითითებული ცხრილის და პირობების შესაბამისად; პრობლემის მოგვარებიდან 24 საათის განმავლობაში წარმოადგინოს ინფორმაცია პრობლემის მოგვარების თაობაზე პრობლემის გამომწვევი მიზეზის დეტალური მითითებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს, რა დროსაც კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს ლიცენზიის გაუქმებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-22-23/265 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 21 ივლისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2022 წლის 21 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს„მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე. სხდომაზე აღინიშნა, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად შპს „მაგთიკომს“ 2021 წლის მარტის მდგომარეობით CDMA ტექნოლოგიაზე უფიქსირდებოდა 8969 აქტიური აბონენტი, ხოლო დღეის მდგომარეობით კი კომპანიას აღარ ჰყავს არც ერთი აქტიური აბონენტი. კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად 8534 აბონენტის ნომრების გათიშვის მიზეზს წარმოადგენს ხელშეკრულებით დადგენილი ვადის განმავლობაში მომსახურებით არ სარგებლობა, ხოლო 432 აბონენტის - ალტერნატიულ (მობილურ) მომსახურებაზე გადასვლა. მომსახურების შეზღუდვის თაობაზე აბონენტების ინფორმირება განხორციელდა მომსახურების შეზღუდვამდე 3 დღით ადრე მოკლეტექსტური შეტყობინების საშუალებით. შპს „მაგთიკომის“ ინფორმაციით კომპანიას აღარ ყავს არცერთი მომხმარებელი, ვინც სარგებლობს „მაგთიფიქსის“ მომსახურებით (არსებობს მხოლოდ სამი ნომერი, რომელთაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არ ჰქონიათ არანაირი სახის აქტივობა, გარდა სააბონენტო ანგარიშზე თანხის შეტანისა). აღნიშნული სამი ნომრიდან ორ ნომერს ბოლო აქტივობა (განხორციელებული ზარი) უფიქსირდება 2020 წლის მარტის, ხოლო მესამე ნომერს - 2021 წლის სექტემბრის თვეში. ამ თარიღების შემდეგ ნომრებზე ხდებოდა მხოლოდ ბალანსის შევსება და სხვა ქმედება (განხორციელებული ან მიღებული ზარი, გაგზავნილი ან მიღებული SMS/MMS, მონაცემთა გადაცემა ან სხვა დამატებითი მომსახურებით სარგებლობა) საბილინგო სისტემაში არ დაფიქსირებულა. ასევე, საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ნომრებზე საბილინგო ინფორმაციის თანახმად, მომსახურების მისამართებზე შესაძლებელია ალტერნატიული-მობილური მომსახურებით სარგებლობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამი აბონენტის  თაობაზე შპს„მაგთიკომი“ არ ავსებს ინფორმაციას სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმებში, ვინაიდან„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი 1-ში მითითებული აქტიური აბონენტის განმარტების თანახმად ისინი არ ითვლებიან აქტიურ აბონენტებად.

ვინაიდან კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის№F10 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოება კომისიამ გადაწყვეტილების მიღების თარიღად განსაზღვრა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 სამუშაო დღე,  2022 წლის 28 ივლისის 15:00 საათი.

კომისიის 2022 წლის 28 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე. სხდომაზე კომისიამ იმსჯელა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე და  ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით   მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზიის გაუქმება და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358  გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს”მაგთიკომის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F10 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2019 წლის 13 ივნისის №გ-19-6/358 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე): ა)სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„მაგთიკომისთვის“ გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)  შპს„მაგთიკომისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები