ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2022 23:42
მიღების თარიღი აგვისტო 18, 2022
ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკამ“ (შ-22-7/2433,24.06.2022), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ”გორის სათემო რადიო მოზაიკა“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 და 2017 წლის 28 სექტემბრის №656/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ)ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ)მაუწყებლობის ენა: ქართული;
დ)ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით;
ე)გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ვ)ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა. შესაბამისად კომისიის 2022 წლის 7 ივლისის №გ-22-23/293 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 11 აგვისტოს 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომპანიის დირექტორი გვანცა დოლუაშვილი. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებები. ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2022 წლის 18 აგვისტოს 15:00 საათი განისაზღვრა.
კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს სხდომას ესწრებოდა კომპანიის დირექტორი გვანცა დოლუაშვილი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.გაუქმდეს ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილება;
2.განემარტოს ააიპ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
3.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა)სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა)აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ გაგზავნა;
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
