შპს"პისი მაქსისთვის" და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისთვის“ 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2022 11:36
მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2022
შპს"პისი მაქსისთვის" და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტისთვის“ 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე
გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების, ასევე, ამ გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, გამოყოფილი არხებით მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „დელტაკომს“, შპს “რკინიგზის ტელეკომს“, შპს„ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ ფოპტნეტს“, სს „საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით დაეკისრათ შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, არაუგვიანეს 1 ივლისამდე, ხოლო ფინანსური წლის დასრულებიდან 4 თვეში უნდა გამოაქვეყნოს სააღრიცხვო პოლიტიკის საჯარო (გამოსაქვეყნებელი) ვერსია.
ამასთანავე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა მის მიერ მომზადებული სააღრიცხვო პოლიტიკა კომისიას უნდა წარუდგინოს გადასამოწმებლად განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს 8 თვით ადრე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 30 ნოემბერს კომისიამ N გ-22-08/2824 და N გ-22-08/2823 წერილებით მიმართა შპს „პისი მაქსს“ და შპს „ფოპტნეტს“ შესაბამისად 2022 წლის განცალკევებული ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენასთან დაკავშირებით. პასუხად 2022 წლის 1 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „პისი მაქსის“ წერილი Nშ-22-6/4417. წერილში კომპანია განმარტავს, რომ მისი საქმიანობის სფერო შემოიფარგლება მხოლოდ გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურებით, შესაბამისად, შპს „პისი მაქსის“ საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ერთ, საბითუმო ბიზნეს ერთეულს.
ანალოგიური მომართვის საფუძველზე კომისიამ, 2022 წლის 20 იანვრის Nგ-22-22/27, 2021 წლის 13 მაისის N გ-21-22/273 და 2020 წლის 30 ივლისის Nგ-20-22/603 გადაწყვეტილებებით ნება დართო შპს „პისი მაქსს“ 2021, 2020 და 2019 წლების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებების შესაბამისი ინფორმაცია კომისიაში წარმოედგინა ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობის სფერო 2022 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არ შეცვლილა, შპს „პისი მაქსი“ ითხოვს, რომ 2021 წლის ანალოგიურად და N გ-22-22/27 გადაწყვეტილების გათვალისწინებით მიეცეს შესაძლებლობა 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინონ ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგების სახით შემდეგი პირობებით: „პისი მაქსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2021 წლის ანგარიშგების მსგავსად 2022 წლის ანგარიშგებაში მოცემული იქნება განმარტება, რომ პისი მაქსის საქმიანობა შემოიფარგლება მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებით; 2022 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე, ცალკე ცხრილში მოცემული იქნება აღნიშნული რეგულირებული სეგმენტის დატვირთული კაპიტალის უწყისი.
ასევე, 2022 წლის 1 დეკემბერს კომისიაში, შემოვიდა შპს„ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ წერილი შ-22-6/4426, სადაც აღნიშნულია, რომ 2021წელს, როგორც ეს აუდირებული ანგარიშგებითაც დასტურდება, გამოყოფილი არხებით მომსახურებების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრიდან შემოსავალი 59,268 ლარი იყო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის(7,178 ათასი ლარი) 0,82%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრიდან შემოსავალი არამატერიალური იყო 2020 წელს, შპს „ფოპტნეტს“ მოეხსნა 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება კომისიის 2021 წლის 13 მაისის N გ-21-22/273 გადაწყვეტილებით. 2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის საქმიანობა და მის მიერ მიღებული შემოსავლები 2021 წლის ანალოგიურია და ამავე წერილით კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით რეგულირებული სეგმენტიდან, 11 (თერთმეტ) თვეში მიღებული დეკლარირებული შემოსავალი 49,192 ლარს წარმოადგენს.
დასახელებული წინაპირობების გათვალისწინებით, კომპანია კომისიას მიმართავს თხოვნით შპს „ფოპტნეტს“ მოეხსნას როგორც განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის, ასევე განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ თანახმაა, კომისიაში წარმოადგინოს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში მოახდინოს მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გამოყოფა. აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე, იქნება განმარტება, რომ „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“-ს რეგულირებადი საქმიანობა შემოიფარგლება მაგისტრალურ/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებით. აღსანიშნავია, ისიც, რომ კომპანია ფუნქციონირებს მხოლოდ საბითუმო სეგმენტზე და არ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის თანახმად „კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები”. კომისიის აპარატის ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „პისი მაქსის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მიერ 2021 წელს წარმოდგენილი ფასს სტანდარტებით მომზადებული ფინანსური აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგებები და მასში დამატებითი ცხრილების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე დასტურდება, რომ როგორც შპს „პისი მაქსი“, ასევე, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ აწარმოებენ სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ საბითუმო საქმიანობას, კერძოდ მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებას აწვდიან ავტორიზებულ პირებს და არ გააჩნიათ საცალო სატელეკომუნიკაციო სეგმენტი.
ამასთან, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-5-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად:
1. ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას მოიცავს. ესენია საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბითუმო საქმიანობები.
2. ბიზნეს ერთეულების განსაზღვრისას მკაფიო ზღვარი უნდა გაევლოს ბოლო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასა (საცალო) და ქსელის ფუნქციონირებას (ქსელურ საქმიანობას) შორის.“
აღნიშნული გარემოებების საფუძველზე იკვეთება, რომ შპს „პისი მაქსის“ და შპს„ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ შემთხვევაში 2022 წლის მდგომარეობითაც, ამ კომპანიების საქმიანობა მოიცავს მხოლოდ სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ საბითუმო საქმიანობას, ხოლო ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ თანახმად, იმისათვის, რომ მოხდეს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად სრულფასოვანი აღრიცხვა, ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას უნდა მოიცავდეს: საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საბითუმო საქმიანობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინა რა კომისიამ ავტორიზებული პირების მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გათვალისწინების რეალური შესაძლებლობები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 30- ემუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების შპს „პისი მაქსისთვის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისთვის“, ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულებების შესრულების 2006 წლის 20 აპრილის№5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები“-სგან განსხვავებული პირობები და ვადები შემდეგი სახით:
ა) შპს „პისი მაქსი“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ;
ბ) შპს „პისი მაქსისთვის“ და შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტისთვის“ 2022 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის შესაბამისი ვალდებულება დაკორექტირდეს და მოხდეს ანგარიშის წარმოდგენა ფასს სტანდარტით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით - ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვროს 2023 წლის 1 ოქტომბერი;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
