რადიომოყვარულ ვეფხო ხოსიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2022 14:36
მიღების თარიღი მარტი 10, 2022
რადიომოყვარულ ვეფხო ხოსიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/797, 23.02.22) მიმართა მოქალაქე ვეფხო ხოსიაშვილმა (მცხ. ახმეტის რაიონი სოფელი ქისტაური) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის უფრო მაღალი კატეგორიის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ვეფხო ხოსიაშვილი არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2021 წლის 23 დეკემბერს № გ-21-7/693 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1BB.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის № 294/22 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე ვეფხო ხოსიაშვილმა ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „B“ კატეგორიის რადიო-მოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს № 49 (25.02.2022) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ვეფხო ხოსიაშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 10 მარტიდან 2027 წლის 10 მარტამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
B-078 |
ვეფხო ხოსიაშვილი |
ახმეტის რაიონი სოფელი ქისტაური |
4L1BB |
„B“ |
2. რადიომოყვარული ვეფხო ხოსიაშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ვეფხო ხოსიაშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ვეფხო ხოსიაშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
