რადიომოყვარულ სენჯერ სარისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2022 13:57
მიღების თარიღი აპრილი 14, 2022
რადიომოყვარულ სენჯერ სარისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/1465, 11.04.2022) მიმართა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სენჯერ სარმა (მცხ. ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის 11, ბინა 10; დროებითი ბინადრობის მოწმობის №20TR01049), საქართველოში საგანმათლებლო საქმიანობით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში (2022 წლის პირველი მაისი - 21 ნოემბრი), სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დროებით სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სენჯერ სარი თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის და HAREC-ის მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული, მინიჭებული აქვს სახმობი TA2AHS. იგი ითხოვს დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადით 4L2A სახმობის მინიჭებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ სენჯერ სარს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2022 წლის პირველი მაისიდან 21 ნოემბრის ჩათვლით:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 087 |
სენჯერ სარი |
ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის 11, ბინა 10 |
4L2A |
„A“ |
2. რადიომოყვარული სენჯერ სარი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სენჯერ სარისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სენჯერ სარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
