წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-7 / 200

გამოქვეყნების თარიღი მაისი 12, 2022 0:29

მიღების თარიღი მაისი 05, 2022

რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№ შ-22-9/1613,26.04.22) მიმართა მიმართა მოქალაქე პაველ ზაბოლოტსკიმ (მცხ. ქ. ფოთი, ტექსელის ქ.4)სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ პაველ ზაბოლოტსკი არის „E“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2017 წლის 6 აპრილის № 233/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1R. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 5 მაისიდან 2027 წლის 5 მაისამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 E1 - 006

 პაველ ზაბოლოტსკი

 ქ. ფოთი, ტექსელის ქ. 4

 4L1R

 E

 

2.რადიომოყვარული პაველ ზაბოლოტსკი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო  გაერთიანების (IARU) მოქმედი  ინსტრუქციების  შესაბამისად,  ვალდებულია  დაიცვას ტელეკომუნიკაციებისსაერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე პაველ ზაბოლოტსკისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე პაველ ზაბოლოტსკისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

                                                                                                                     დანართი

                                                                                                                „E“  კატეგორია

                                             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები