რადიომოყვარულ ევგენი მეზინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2022 14:36
მიღების თარიღი ივნისი 16, 2022
რადიომოყვარულ ევგენი მეზინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-9/2102, 30.05.2022) მიმართა ბელორუსიის რესპუბლიკის მოქალაქე ევგენი მეზინმა, საქართველოში მისი ვიზიტის (20.06.2022 - 20.06.2023) პერიოდში, VHF დიაპაზონში სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის (ადგილობრივი გამეორებისა და დაბალი დედამიწის ორბიტის სამოყვარულო რადიო თანამგზავრების გამოყენებით SO-50, AO-27, AO-91 და AO-92, გამომავალი სიმძლავრით არა უმეტეს 5 ვატისა), დროებით (სამუშაო ხელშეკრულების ვადით) სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ევგენი მეზინს, ბელორუსიის რესპუბლიკის ელექტროკავშირის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი EW1EM (ნებართვა შეესაბამება CEPT-ის 1 კლასს). რადიომოყვარულ ევგენი მეზინის მიერ, სამოყვარულო რადიოკავშირები განხორციელებული იქნება ბათუმიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ ევგენი მეზინი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული, კომისიის 2021 წლის 24 ივნისის № გ-21-7/376 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L/EW1EM (2021 წლის 20 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით) და ითხოვს მის დროებით (2022 წლის 20 ივნისიდან 2023 წლის 3 ივნისამდე) მინიჭებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ევგენი მეზინს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2022 წლის 20 ივნისიდან 2023 წლის 3 ივნისამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 090 |
ევგენი მეზინი |
ბათუმი |
4L/EW1EM |
„B“ |
2. რადიომოყვარული ევგენი მეზინი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ევგენი მეზინისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ევგენი მეზინისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
