წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ვალერი შამათავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-7 / 331

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2022 14:47

მიღების თარიღი ივლისი 28, 2022

რადიომოყვარულ ვალერი შამათავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/2630, 13.07.22) მიმართა მოქალაქე ვალერი შამათავამ (მცხ. ზუგდიდი, გორგასლის ქ. №32) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ვალერი შამათავა არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2017 წლის 9 მარტის № 148/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L3MSO. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ვალერი შამათავას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 28 ივლისიდან 2027 წლის 28 ივლისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

C1-111

 

ვალერი შამათავა

 

ზუგდიდი, გორგასლის ქ. № 32

 

4L3MSO

 

C

2.   რადიომოყვარული   ვალერი   შამათავა,   რადიომოყვარულთა   საერთაშორისო  გაერთიანების (IARU)მოქმედი  ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.   დაევალოს  კომისიის აპარატის   ადმინისტრაციას   გადაწყვეტილების   მოქალაქე  ვალერი შამათავასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ვალერი შამათავასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები