წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ რუსლან ხაფავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-7 / 348

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2022 11:47

მიღების თარიღი აგვისტო 04, 2022

რადიომოყვარულ რუსლან ხაფავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/2628, 13.07.22) მიმართა მოქალაქე რუსლან ხაფავამ (მცხ. ქ. ზუგდიდი, სოფ. რუხი) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ რუსლან ხაფავა არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2017 წლის 16 თებერვლის № 99/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1HR. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ რუსლან ხაფავას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 4 აგვისტოდან 2027 წლის 4 აგვისტომდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B1-062

 

რუსლან ხაფავა

 

ქ. ზუგდიდი,  სოფ. რუხი

 

4L1HR

 

„B“

2. რადიომოყვარული რუსლან ხაფავა, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი  ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე რუსლან ხაფავასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე რუსლან ხაფავასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები