წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ იგორ ევტუშენკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-7 / 379

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2022 17:42

მიღების თარიღი აგვისტო 25, 2022

რადიომოყვარულ იგორ ევტუშენკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/2990, 15.08.22) მიმართა მოქალაქე იგორ ევტუშენკომ (მცხ. ქ. თბილისი, ლ. გოთუას ქ. № 22, ბ. 35) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ იგორ ევტუშენკო   არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს № 559/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1HF. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს  რადიომოყვარულ იგორ ევტუშენკოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 25 აგვისტოდან 2027 წლის 25 აგვისტომდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B1-028

 

იგორ ევტუშენკო

 

ქ. თბილისი, ლ.გოთუას ქ. № 22, ბ. 35

 

4L1HF

 

„B“


2. რადიომოყვარული იგორ ევტუშენკო, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი     ინსტრუქციების     შესაბამისად,     ვალდებულია     დაიცვას     ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.    დაევალოს    კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციას    გადაწყვეტილების    მოქალაქე    იგორ ევტუშენკოსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე იგორ ევტუშენკოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში; 

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები