საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2022 17:30
მიღების თარიღი სექტემბერი 22, 2022
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-7/3333, 02.09.22), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („INDEPENDENT“, „BARSIKA“, „OKYANUS 2“, „CABRIO“, „COBRA“ და „EUROPA“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „INDEPENDENT“, „BARSIKA“, „OKYANUS 2“, „CABRIO“, „COBRA“ და „EUROPA“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
№ |
ხომალდის დასახელება |
ხომალდის მფლობელი |
მინიჭებული სახმობი |
მინიჭებული MMSI |
|
1. |
INDEPENDENT |
შპს რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმ |
4LXI2 |
213 573 000 |
|
2. |
BARSIKA |
ვასილ შელეგია |
4LXJ2 |
213 574 000 |
|
3. |
OKYANUS 2 |
მალვინა ღოღაძე |
4LXM2 |
--------- |
|
4. |
CABRIO |
KAZAKHSTAN AGENCY OF APPLIED ECOLOGY LLC |
4LXK2 |
213 575 000 |
|
5. |
COBRA |
დავით მამულაძე |
4LXN2 |
----------- |
|
6. |
EUROPA |
როლანდ ზოიძე |
4LXL2 |
213 576 000 |
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
