საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2022 17:35
მიღების თარიღი სექტემბერი 22, 2022
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მომართა შუამდგომლობით (№ შ-22-3/3401, 09.09.22), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალებებისთვის სახმობისა და ამოცნობი ნიშნების (MMSI) მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, „DEFENDER P-003“, „DEFENDER P-004“, „DEFENDER P-005“ და „DEFENDER P-006“-ს საზღვაო ხომალდებს შესაძლებელია მიენიჭოს შერჩეული სახმობები და ამოცნობის ნიშნები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „DEFENDER P-003“, „DEFENDER P-004“, „DEFENDER P-005“ და „DEFENDER P-006“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
№ |
ხომალდის დასახელება |
ხომალდის მფლობელი |
მინიჭებული სახმობი |
მინიჭებული MMSI |
|
1 |
DEFENDER P-003 |
სანაპირო დაცვის დეპარტამენტი GEORGIAN COAST GUARD SHIP |
4LXS2 |
213 581 000 |
|
2 |
DEFENDER P-004 |
სანაპირო დაცვის დეპარტამენტი GEORGIAN COAST GUARD SHIP |
4LXT2 |
213 582 000 |
|
3 |
DEFENDER P-005 |
სანაპირო დაცვის დეპარტამენტი GEORGIAN COAST GUARD SHIP |
4LXU2 |
213 583 000 |
|
4 |
DEFENDER P-006 |
სანაპირო დაცვის დეპარტამენტი GEORGIAN COAST GUARD SHIP |
4LXV2 |
213 585 000 |
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
