საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/394 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2022 16:01
მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/394 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის 1 ნოემბერს; ს.კ. № 404389693) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-22-7/3524, 22.09.22) ქ. ქუთაისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში რადიოკავშირისთვის მინიჭებული ორი სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/394 გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2779 უფლება და მიენიჭა სიხშირეები 442.750 მჰც და 447.750 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ქუთაისში,, ერთი წლის ვადით - 2022 წლის 8 სექტემბრიდან 2023 წლის 8 სექტემბრამდე.
კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 29 სექტემბრის № 22-10-1667 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, აღნიშნავს რომ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შესაძლებელია მიენიჭოს 443.200 მჰც და 452.200 მჰც სიხშირეები ნაცვლად 442.750 მჰც და 447.750 მჰც სიხშირეებისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის № გ-22-7/394 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2779 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 443.200 მჰც და 452.200 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ქუთაისში, ერთი წლის ვადით - 2022 წლის 8 სექტემბრიდან 2023 წლის 8 სექტემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
