რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2022 16:05
მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2022
რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/3375, 07.09.2022) რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ილია სემიჩასტნოვმა, საქართველოში მისი ვიზიტის (2022 წლის 29 ოქტომბრიდან 2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით) პერიოდში, ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო შეჯიბრებებში სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად, სახმობის მინიჭების თაობაზე.
CQ WW SSB /29-30 ოქტომბერი 2022 წ./
CQ WW CW /26-27 ნოემბერი 2022 წ./
CQ WW 160m DX Contest SSB /27-29 იანვარი 2023 წ./
CQ WW 160m DX Contest CW /24-26 თებერვალი 2023 წ./
კომისია აღნიშნავს, რომ ილია სემიჩასტნოვს, რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი R3XA.
კომისია აღნიშნავს, რომ ილია სემიჩასტნოვს არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული, კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის № გ-21-7/648 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი
4L9M (2022 წლის 15 იანვრიდან 15 ივნისის ჩათვლით) და ითხოვს მის დროებით (2022 წლის 29 ოქტომბრიდან 2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით) მინიჭებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, 518 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2022 წლის 29 ოქტომბრიდან 2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 095 |
ილია სემიჩასტნოვი |
ფოთი, სოფ. გრიგოლეთი |
4L9M |
„A“ |
2. რადიომოყვარული ილია სემიჩასტნოვი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ილია სემიჩასტნოვისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) ილია სემიჩასტნოვისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
