წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ თემურ იმნაიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-7 / 423

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2022 16:06

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2022

რადიომოყვარულ  თემურ იმნაიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/3491, 20.09.22) მიმართა მოქალაქე თემურ იმნაიშვილმა (მცხ. ქ. თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის 1, მე-3 სად., ბინა 113) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ თემურ იმნაიშვილი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის № 647/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1AA. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ თემურ იმნაიშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 29 სექტემბრიდან 2027 წლის 29 სექტემბრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B1-064

 

თემურ იმნაიშვილი

 

ქ. თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის 1, მე-3 სად., ბინა 113

 

4L1AA

 

„B“


2.  რადიომოყვარული  თემურ  იმნაიშვილი,  რადიომოყვარულთა  საერთაშორისო  გაერთიანების (IARU)  მოქმედი  ინსტრუქციების  შესაბამისად,  ვალდებულია  დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს  კომისიის აპარატის  ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების  მოქალაქე  თემურ იმნაიშვილისთვის   გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე თემურ იმნაიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები