წვდომის მენიუ

შპს კახეთის სპორტულ-ტექნიკური კლუბი „მიმინოსთვის“ რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-7 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2022 11:07

მიღების თარიღი იანვარი 13, 2022

შპს კახეთის სპორტულ-ტექნიკური კლუბი „მიმინოსთვის“ რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-7/5513, 21.12.21) შპს კახეთის სპორტულ- ტექნიკურმა კლუბმა „მიმინომ“ (რეგისტრირებული 2013 წლის 5 აპრილს საჯარო რეესტრის მიერ, ს/კ № 431169326) კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს კახეთის სპორტულ-ტექნიკურ კლუბ „მიმინოს“ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებული წესებით“ დადგენილი სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესის შესაბამისად, კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის 2016 წლის 4 ნოემბრის N 724/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს „A“ კატეგორიის სახმობი ნიშანი 4L7KA, რომლის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს „A“ კატეგორიის რადიომოყვარული გივი ბიჭოლაშვილი (სახმობი ნიშანი 4L4GB). მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს კახეთის სპორტულ-ტექნიკურ კლუბ „მიმინოს“ კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 13 იანვრიდან 2027 წლის 13 იანვრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A1 - 092

 

შპს კახეთის სპორტულ-ტექნიკური კლუბი „მიმინო“

 

თელავის რაიონი, სოფ. კურდღელაური

 

4L7KA

 

„A“

2. შპს კახეთის სპორტულ-ტექნიკური კლუბი „მიმინო“, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს კახეთის სპორტულ- ტექნიკურ კლუბ    „მიმინოსთვის“    გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ    ვებ    გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) შპს კახეთის სპორტულ-ტექნიკურ კლუბ „მიმინოსთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე   წევრი

ნათია კუკულაძე  წევრი

ივანე მახარაძე  წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები