რადიომოყვარულ მარკო ლანდგრაფისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 29 მარტის № 200/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2022 12:59
მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2022
რადიომოყვარულ მარკო ლანდგრაფისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 29 მარტის № 200/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-9/4468, 06.12.2022) მიმართა საქართველოს მოქალაქე მარკო ლანდგრაფმა (მცხ. თბილისი, ვ. გორგასლის ქუჩა, ჩიხი 1,კორ.75ა,ბ.31), სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის უფრო მაღალი კატეგორიის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ მარკო ლანდგრაფი არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2018 წლის 29 მარტის № 200/7 გადაწყვეტილებით 2023 წლის 29 მარტამდე მინიჭებული აქვს სახმობი 4L0ONY. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 513 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უფრო მაღალი კატეგორიის სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია დაბალი კატეგორიის სამოყვარულო რადიოსახმობის მინიჭებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის №294/22 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე მარკო ლანდგრაფმა ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ„B“ კატეგორიის რადიო-მოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს № 52 (30.11.2022) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 513 მუხლის მე-5 პუნქტის, 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ მარკო ლანდგრაფს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2022 წლის15 დეკემბრიდან 2027 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით:

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რადიომოყვარულ მარკო ლანდგრაფისთვის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ კომისიის 2018 წლის 29 მარტის №200/7 გადაწყვეტილება;
3. რადიომოყვარული მარკო ლანდგრაფი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მარკო ლანდგრაფისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების მარკო ლანდგრაფისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
