წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ანდრეი დრევინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-7 / 565

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2022 13:39

მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2022

რადიომოყვარულ ანდრეი დრევინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-9/4456, 05.12.2022) მიმართა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ანდრეი დრევინმა (პასპორტის № 726610622), საქართველოში მისი ვიზიტის (01.01.23-30.06.23) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ანდრეი დრევინს, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი UA0SSG (ნებართვა შეესაბამება CEPT-ის 2 კლასს).

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  471   მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, 518 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ ანდრეი დრევინს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით:

  

2.რადიომოყვარული   ანდრეი   დრევინი,   რადიომოყვარულთა   საერთაშორისო  გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული  რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების  ზოგადი    პრინციპები  და  ასევე სამოყვარულო  რადიოსადგურით  სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ანდრეი დრევინისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების ანდრეი დრევინისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს                (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე          თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები