წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ზაალ ბენდუქიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-7 / 583

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2023 11:58

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2022

რადიომოყვარულ  ზაალ ბენდუქიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/4455, 05.12.22) მიმართა მოქალაქე ზაალ ბენდუქიძემ (მცხ. ქუთაისი, მშვიდობის ქუჩა 6/33) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზაალ ბენდუქიძე არის „B“კატეგორიის რადიომოყვარული და ფლობდა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების ნებართვას „B“ კატეგორიის სახმობი ნიშნით UF6FMZ, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია. „B“ კატეგორიის რადიოსამოყვარულო სახმობის 4L1ZB მინიჭებაზე რეკომენდაცია გაუწია საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულმა ასოციაციამ  (კომისიაში რეგისტრაციის  № შ-22-6/4563, 13.12.22).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ზაალ ბენდუქიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 29 დეკემბრიდან 2027 წლის 29 დეკემბრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 B - 083

 ზაალ ბენდუქიძე

 ქუთაისი, მშვიდობის ქუჩა 6/33

 4L1ZB

 „B“

2. რადიომოყვარული ზაალ ბენდუქიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას    გადაწყვეტილების    მოქალაქე  ზაალ ბენდუქიძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ზაალ ბენდუქიძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები