წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ავთანდილ ჯიქიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-7 / 587

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2023 12:30

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2022

რადიომოყვარულ ავთანდილ ჯიქიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/4583, 13.12.22) მიმართა მოქალაქე ავთანდილ ჯიქიამ (მცხ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზაქარო) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ავთანდილ ჯიქია არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 158/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1AE. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ავთანდილ ჯიქიას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 29 დეკემბრიდან 2027 წლის 29 დეკემბრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 A1 - 006

 ავთანდილ ჯიქია

 მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზაქარო

 4L1AE

 „A“

2. რადიომოყვარული ავთანდილ ჯიქია, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ  განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   გადაწყვეტილების   მოქალაქე  ავთანდილ ჯიქიასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ავთანდილ ჯიქიასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე                წევრი

ეკატერინე იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

ივანე მახარაძე                 წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები