რადიომოყვარულ ალგირდას სადაუნიკასისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2022 17:06
მიღების თარიღი თებერვალი 24, 2022
რადიომოყვარულ ალგირდას სადაუნიკასისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/5142, 26.11.2021) მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის მოქალაქემ ალგირდას სადაუნიკასმა, საქართველოში მისი ვიზიტის (2022 წლის პირველი მარტიდან პირველ დეკემბრამდე) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ალგირდას სადაუნიკასს, ლიეტუვას რესპუბლიკის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სახმობი LY4ZZ. მსოფლიო ჩემპიონის რანგში ალგირდას სადაუნიკასი მონაწილეობას მიიღებს საქართველოში დაგეგმილ პრესტიჟულ შეჯიბრებებში, ქართველ რადიომოყვარულებთან ერთად (2022 წლის პირველი მარტიდან პირველ დეკემბრამდე).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, 518 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ალგირდას სადაუნიკასს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2022 წლის პირველი მარტიდან პირველ დეკემბრამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 085 |
ალგირდას სადაუნიკასი |
გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი, ვაზიანის აგარაკები |
4L / LY4ZZ |
„A“ |
2. რადიომოყვარული ალგირდას სადაუნიკასი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ალგირდას სადაუნიკასისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების ალგირდას სადაუნიკასისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
