წვდომის მენიუ

ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: გ-23-1 / 134

გამოქვეყნების თარიღი მარტი 27, 2023 15:47

მიღების თარიღი მარტი 23, 2023

ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 9 მარტის №გ-23-10/115 გადაწყვეტილებით სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის  2022 წლის 22 დეკემბრის №გ-22-10/579 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია” (ს/კ404511337). კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო- ივერიას” განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 2,211.30 (ორი ათას ორასთერთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას” კომისიის 2023 წლის 9 მარტის №გ-23-10/115 გადაწყვეტილება ჩაბარდა 2023 წლის 13 მარტს. კომპანიის მიერ 2023 წლის 16 მარტს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის (11,056.50 ლარი) 20% - 2,211.30 (ორი ათას ორასთერთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 20 მარტს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/908).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლების და კომისიის 2023 წლის 9 მარტის №გ-23-10/115 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას” (ს/კ404511337) მაუწყებლობის №B203 ლიცენზია შემდეგი  სალიცენზიო პირობებით:

ა)  ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ)  ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2033 წლის 23 მარტის ჩათვლით; დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე)  მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 24 საათი;

ვ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

შენიშვნა  1: გადამცემი  სადგურის  განთავსება  შესაძლებელია  მითითებული კოორდინატის  მიმართ    500  მ  რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ).

 

შენიშვნა   2:  სამაუწყებლო   ქსელის   ფორმირებისას   გადამცემის   სიმძლავრის და  ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

თ) სალიცენზიო გადასახდელი: უზრუნველყოს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ” სალიცენზიო გადასახდელის  დარჩენილი 70%-ის ანუ 7,739.55 (შვიდი ათას შვიდასოცდაცხრამეტი და 55 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22 სახაზინო  კოდი - 300773062

645.00 ლარი  – 2023 წლის 23 აპრილამდე;

645.00 ლარი  – 2023 წლის 23 მაისამდე;

645.00 ლარი  – 2023 წლის 23 ივნისამდე;

645.00 ლარი  – 2023 წლის 23 ივლისამდე;

645.00 ლარი  – 2023 წლის 23 აგვისტომდე;

645.00 ლარი  – 2023 წლის 23 სექტემბრამდე;

645.00 ლარი  – 2023 წლის 23 ოქტომბრამდე;

645.00 ლარი  – 2023 წლის 23 ნოემბრამდე;

645.00 ლარი  – 2023 წლის 23 დეკემბრამდე;

645.00 ლარი  – 2024 წლის 23 იანვრამდე;

645.00 ლარი  – 2024 წლის 23 თებერვლამდე;

644.55 ლარი  – 2024 წლის 23 მარტამდე;

2. ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია” ვალდებულია:

ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს და უზრუნველყოს მაუწყებლობის პროცესში მართლმადიდებლური თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა;

ბ) უზრუნველყოს შესაბამის გეოგრაფიულ ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქება;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; 

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება; დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები;

მ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

პ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ჟ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირება;

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

ს) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ტ) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით  გათვალისწინებული კომერციული კომუნიკაციების (რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი) განთავსების წესები;

უ)  დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისიწნებული არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის წესები;

ფ) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ქ) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში (საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი წლის ვადაში ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა).

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო- ივერიასთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ”საქართველოს  საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ.ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) და ზ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფს;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე), ვ), ზ), თ) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები