წვდომის მენიუ

შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-1 / 279

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2023 12:57

მიღების თარიღი ივნისი 15, 2023

შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/1838,30.05.2023) მიმართა შპს„ფორმულა მულტიმედიამ“ (ს/ნ405620207) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ფორმულა მულტიმედია“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა)მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ)მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის   ქვესახეობა:   სპეციალიზებული   (გასართობი,   შემეცნებითი,  სოციალური) მაუწყებლობა;

დ)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ)მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა)ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

თ)მაუწყებლობის დაწყების ვადა - ავტორიზაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული თვის ვადაში;

ი)ინფორმაცია იმ კრიტერიუმების,შესახებ, რომელთა მიხედვითაც  მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება- მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „ახალი ფორმულა“.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1.კომპანიის განცხადება;

2.შპს „ფორმულა მულტიმედიას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და სადამფუძნებლო შეთანხმება;

3.საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

4.განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5.განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

6.აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ასევე აქტივებისა და პასივების შესახებ 2023 წლის 29 მაისის  მდგომარეობის მიხედვით;

7.საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული -მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია განთავსებული კაპიტალის, აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 30 მაისს შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ ხარვეზით იყო წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია:

ა)განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზე იყო გაწერილი გეგმა; ასევე არ იყო განმარტებული თუ რა თანხებით აპირებდა კომპანია მაუწყებლობის დაწყებას;

ბ)წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შესაბამისად, შპს „ფორმულა მულტიმედიას“ 25%-იანი წილის მფლობელი დამფუძნელის მიხეილ მშვილდაძის მიერ, განხორციელებული იყო კომპანიის ანგარიშზე, შენატანი 185 ლარის ოდენობით (დანართი N5 (ე)). ამიტომ შესაბამისი ინფორმაცია უნდა ყოფილიყო ასახული აუდიტის დაკვნის ნებადართული და განაღდებული კაპიტალის ნაწილში და ასევე „იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის, აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ“ კომისიის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (დანართ N3);

გ)კომპანიის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, კერძო მაუწყებლობის ქვესახეობაში მითითებული იყო სოციალურ თემატიკები, ხოლო წარმოდგენილ კონცეფციაში მსგავსი თემატიკის გადაცემები მითითებული არ იყო. შესაბამისად დასაზუსტებელი იყო მაუწყებლობის ქვესახეობის თემატიკები და ამავე დროს კომპანიას უნდა წარმოედგინა სამაუწყებლო კონცეფცია, რომელშიც მითითებული იქნებოდა პროგრამულ მიმართულებები და მათი მოკლე აღწერილობები დეტალურად.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-23-03/1286, 06.06.2023წ.). შპს„ფორმულა მულტიმედიამ“ დააზუსტა მაუწყებლობის ქვესახეობის თემატიკა (გასართობი, შემეცნებითი) და ასევე წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია 2023 წლის 8 ივნისს (წერილის კომისიაში  რეგისტრაციის № შ-23-6/1942).

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371  მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა;

ბ)ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ)ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ)პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე)ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა  შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371  მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „ფორმულა მულტიმედიას“ (ს/ნ 405620207) დირექტორი და 25%-იანი წილის მფლობელი არის მიხეილ მშვილდაძე (პ/ნ 01027007834), 25%-იანი  წილის მფლობელია ზურაბ გუმბარიძე (პ/ნ01024037522), 25%-იანი წილის მფლობელია ირაკლი საღინაძე (პ/ნ 01010009580) და 25%-იანი წილის მფლობელია გიორგი ლიფონავა (პ/ნ 01010000641). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „ფორმულა მულტიმედიას“ დირექტორის და დამფუძნებლების ზურაბ გუმბარიძის (პ/ნ 01024037522), მიხეილ მშვილდაძის (პ/ნ01027007834), ირაკლი საღინაძის (პ/ნ 01010009580) და გიორგი ლიფონავას (პ/ნ01010000641) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზურაბ გუმბარიძის (პ/ნ 01024037522), მიხეილ მშვილდაძის (პ/ნ01027007834), ირაკლი საღინაძის (პ/ნ 01010009580) და გიორგი ლიფონავას (პ/ნ01010000641) მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ- გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „ფორმულა მულტიმედიას“ (ს/ნ 405620207) და მისი დამფუძნებლების ზურაბ გუმბარიძის  (პ/ნ01024037522),  მიხეილ  მშვილდაძის  (პ/ნ01027007834), ირაკლი საღინაძის (პ/ნ01010009580) და გიორგი ლიფონავას (პ/ნ01010000641) ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე.

კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „ფორმულა მულტიმედია“ (ს/ნ405620207)  არ ფლობს  ავტორიზაციას  ან  ლიცენზიას მაუწყებლობის  სფეროში,  ხოლო  შპს„ფორმულა მულტიმედიას“ პარტნიორებიდან ზურაბ გუმბარიძე (პ/ნ 01024037522) ასევე არის შპს

„ფორმულას“ (ს/ნ405345666) დირექტორი და 12.5%-იანი წილის მფლობელი, მიხეილ მშვილდაძე (პ/ნ01027007834) ასევე არის შპს „ფორმულას“ (ს/ნ 405345666) 12.5%-იანი წილის მფლობელი, ირაკლი საღინაძე (პ/ნ 01010009580) ასევე არის შპს „ფორმულას“ (ს/ნ405345666) 12.5%-იანი წილის მფლობელი და გიორგი ლიფონავა (პ/ნ01010000641) ასევე არის შპს „ფორმულას“ (ს/ნ405345666) 12.5%-იანი წილის მფლობელი. შპს „ფორმულა“ (ს/ნ 405345666) ფლობს ავტორიზაციას მაუწყებლობის სფეროში და წარმოადგენს საერთო საეთერო ეროვნულ ტელემაუწყებელს, ხოლო შპს„ფორმულა მულტიმედიას“ (ს/ნ405620207) სურს ავტორიზაციის გავლა სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 15 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „ფორმულა მულტიმედიას“ წარმომადგენელი ეთერ ქათამაძე. მან სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს „ფორმულა მულტიმედია“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის  პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ფორმულა მულტიმედიას“ (ს/ნ 405620207) მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე    ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე,    კომისიამ,    „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.გატარდეს  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივ  რეესტრში  შპს  „ფორმულა მულტიმედია“ (ს/ნ405620207) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა)მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ)მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი, შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი; ვ)მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ)მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა)ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2023 წლის 15 ივლისამდე;

ი)ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.

2.შპს „ფორმულა მულტიმედია“ ვალდებულია:

ა)დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი, დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ)კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

ზ)იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ)ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს„ფორმულა მულტიმედიასთვის“ გაგზავნა      (ნ. ჯავახიძე);

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე              თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე          წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები