შპს „რადიო პალიტრას“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-1 / 340

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2023 15:20

მიღების თარიღი ივლისი 20, 2023

შპს „რადიო პალიტრას“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/2097, 28.06.2023) მიმართა შპს „რადიო პალიტრამ“ (ს/ნ 211393188) „მაუწყებლობის    შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „რადიო პალიტრა“ ითხოვს ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: საინფორმაციო, პოლიტიკური, შემეცნებითი და გასართობი გადაცემები.

ბ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული;

გ)ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

დ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  უფასო;

ე)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ავტორიზაციის თარიღიდან;

ვ)ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ)ვებ-გვერდის მისამართი: www.radiopalitra.ge

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს„რადიო პალიტრას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 45 მუხლის მე-3 და მე-5  პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1.კომპანიის განცხადება;

2.შპს „რადიო პალიტრას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

4.განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5.განსახორციელებელი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების კონცეფცია;

6.აუდიტორული დასკვნა;

7.საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული-მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია განთავსებული კაპიტალის, აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 28 ივნისს შპს„რადიო პალიტრას“ მიერ ხარვეზით იყო წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ არ იყო მითითებული რა პერიოდზეა გაწერილი გეგმა.

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ  იყოწარმოდგენილი:

ა)ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

ბ)ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-23-03/1464, 03.07.2023წ.). შპს „რადიო პალიტრას“ ასევე უნდა განემარტა თუ რა ტიპის მომსახურების მიწოდებას გულისხმობდა განცხადებაში მითითებულ-„დ) სხვა ტექნოლოგიის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდებაში“ უფასო ხელმისაწვდომობით. შესაბამისი განმარტება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომპანიამ წარმოადგინა 2023 წლის 6 ივლისს (წერილების კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-6/2210,№ შ-23-6/2211, № შ-23-6/22125) და 13 ივლისს (წერილის კომისიაში  რეგისტრაციის № შ-23-6/2287). კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია,  ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების  წესით.  ასევე „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (მიღების თარიღი: 22/12/2022, დოკუმენტის ნომერი: N2482-Xრს-Xმპ) მე-2 მუხლის თანახმად გამოძახებით  აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების  პლატფორმის  მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების  პლატფორმის მომსახურების მიწოდებას, ვალდებული არიან კანონით დადგენილი წესით გაიარონ ავტორიზაცია ამავე კანონის ამოქმედებიდან  6 თვის ვადაში. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შპს„რადიო პალიტრა“ გამოძახებით აუდიოვიზუალური  მედიამომსახურების მიწოდებას განახორციელებს ამავე კანონის საფუძველზე ავტორიზაციის მომენტიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 20 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო პალიტრას“ წარმომადგენელი სოფო ცერცვაძე. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს„რადიო პალიტრას“ (ს/ნ211393188) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გატარდეს შპს „რადიო პალიტრა“(ს/ნ 211393188) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: საინფორმაციო, პოლიტიკური, შემეცნებითი და გასართობი გადაცემები.

ბ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული;

გ)ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

დ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  უფასო;

ე)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ავტორიზაციის მომენტიდან;

ვ)ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ)ვებ-გვერდის მისამართი: www.radiopalitra.ge

2.შპს „რადიო პალიტრა“ ვალდებულია:

ა)დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ)თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;

ე)კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ)ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო პალიტრასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)აღნიშნული  გადაწყვეტილების კომისიის      ოფიციალურ ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „რადიო პალიტრასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები