წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-1 / 342

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2023 15:44

მიღების თარიღი ივლისი 20, 2023

 შპს „ტელეიმედის“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/2198,  05.07.2023 და №შ-23-6/2261,11.07.2023) მიმართა შპს „ტელეიმედმა“ (ს/ნ 202188612) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს„ტელეიმედი“ ითხოვს ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: ახალი ამბები, სოციალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, გასართობი პროგრამები;

ბ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

გ)ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

დ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  უფასო;

ე)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ავტორიზაციის თარიღიდან;

ვ)ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ)ვებ-გვერდის მისამართი:www.imedi.ge კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიედის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს   კანონის   45 მუხლის მე-3 და მე-5   პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1.კომპანიის განცხადება;

2.შპს „ტელეიმედის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

4.განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5.განსახორციელებელი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების კონცეფცია;

6.ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ; ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ; შპს „ტელეიმედის“ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგება და აუდიტორული დასკვნა;

7.საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული-მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია განთავსებული კაპიტალის, აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (მიღების თარიღი: 22/12/2022, დოკუმენტის ნომერი: N2482-Xრს-Xმპ) მე-2 მუხლის თანახმად გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას, ვალდებული არიან კანონით დადგენილი წესით გაიარონ ავტორიზაცია ამავე კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შპს „ტელეიმედი“ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდებას განახორციელებს ამავე კანონის საფუძველზე ავტორიზაციის მომენტიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 20 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი  ნინო  ფაშალიშვილი.  სხდომაზე  კომისიამ  მიიჩნია,  რომ  უნდა განხორციელდეს  შპს „ტელეიმედის“ (ს/ნ 202188612) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გატარდეს შპს „ტელეიმედი“ (ს/ნ 202188612) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: ახალი ამბები, სოციალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, გასართობი პროგრამები;

ბ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

გ)ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

დ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  უფასო;

ე)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ავტორიზაციის მომენტიდან;

ვ)ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ)ვებ-გვერდის მისამართი: www.imedi.ge

2.შპს „ტელეიმედი“ ვალდებულია:

ა)დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;

ე)კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ)ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი N64) შპს„ტელეიმედისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები