შპს „სელფი მობაილისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: გ-23-1 / 432

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2023 12:48

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2023

შპს „სელფი მობაილისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების  განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2023 წლის 6 ივლისის№გ-23-8/316   გადაწყვეტილებით გამოცხადებულ  № 2 (პაკეტი/კომბინირებული)  აუქციონში,  კომისიის   2023 წლის 16 აგვისტოს №გ-23-8/375 გადაწყვეტილების შესაბამისად, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სელფი მობაილი“.

ამავე გადაწყვეტილებით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5   პუნქტის   და   „რადიოსიხშირული   სპექტრით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   საფასურის   განსაზღვრის დებულების“ შესაბამისად შპს „სელფი მობაილს“ განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2 657 445 (ორი მილიონ ექვსასორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასორმოცდახუთი) ლარის 30%-ს - 797 233.50 (შვიდასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორასოცდაცამეტი და 50) ლარს გამოკლებული ბეს სახით  გადახდილი  265 670 (ორასსამოცდახუთი ათას ექვსასსამოცდაათი) ლარი ანუ   - 531 563.50 (ხუთასოცდათერთმეტი ათას ხუთასსამოცდასამი ლარი და  50) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს,  რომ  შპს  „სელფი  მობაილის“  მიერ   2023 წლის   30 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო   ბიუჯეტში   გადახდილ  იქნა 531  563.50 (ხუთასოცდათერთმეტი   ათას ხუთასსამოცდასამი ლარი და  50) ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილ იქნა კომისიაში 2023 წლის 31 აგვისტოს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/2845).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2005 წლის   12 დეკემბრის  №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული   სპექტრით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-5 1 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს რესურსით  სარგებლობის   საფასურის 30%-ის საქართველოს   სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის  წარმოდგენის  შემდეგ . დარჩენილი ნაწილის გადახდა კი  უნდა  მოხდეს  ლიცენზიის  მოქმედების  ვადის  პირველი წლის განმავლობაში  აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის დამადასტურებელი  დოკუმენტი  კომისიას  წარმოუდგინოს  გადახდიდან  2 სამუშაო დღის ვადაში.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საფასურის  დარჩენილი  ნაწილის  გადახდა განხორციელდეს  12 თვის  განმავლობაში   2023 წლის  ოქტომბირდან  2024 წლის სექტემბრის  ჩათვლით, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე   მუხლის, 472-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის,  კომისიის  2005 წლის 12 დეკემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2023 წლის 16 აგვისტოს №გ-23-8/375 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.მიეცეს შპს„სელფი მობაილს“ (ს/კ204450584) მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F106 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა)რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 703–708 მჰც და Downlink 758–763 მჰც რესურსის ფარგლებში; 50 მჰც სიხშირული რესურსი  3550-3600 მჰც რესურსის ფარგლებში; ბ) გეოგრაფიული არეალი:  საქართველო;

გ)ლიცენზიის  მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი;

დ)ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1

ე)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ე.ა)პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვეში. (პრაქტიკული საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი ან მეტი საბაზო სადგურის ამოქმედება ლიცენზიით გაცემული რადიოსიხშირული დიაპაზონების ფარგლებში და მომსახურების მიწოდება ერთი ან მეტი კომერციული აბონენტისათვის);

ე.ბ)უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის გამოყენება წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების     შესაბამისად; ლიცენზიით განსაზღვრულ სიხშირულ დიაპაზონებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10    იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური  კომპონენტები უნდა იყოს აგებული და  დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს  მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე,  რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს  მომსახურებების  მიმართ  ან  აკმაყოფილებს  ITU-ს  მიერ  ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს  შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 100 მჰც (3400 -3700 მჰც დიაპაზონისთვის) და არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (700 და 2600 დიაპაზონებისთვის).

ე.გ)უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10   იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად განსაზღვრულ დასახლებულ პუნქტებში და ტურისტულ ზონებში  განლაგებულ  დასახლებულ  პუნქტებში  შემდეგი  გრაფიკით  (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):

დაფარვის თარიღი/ვად

ლიცენზიის მიღებიდან       დასაფარი ტერიტორია:              მინიმალური სიჩქარე                                                                                                                    (მბ/წმ) 

  2025 წელი

 სამი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ( 10,000 – 15,000 და 15,000– 100,000  მოსახლეობის  დასახლებული  პუნქტებიდან  არჩეული  ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ცენტრი) ტერიტორიის მინიმუმ 90%

30 მბ/წმ

 4 წელი

გუდაურის და ქ. ქობულეთის საკურორტო ზონა - ტერიტორიის მინიმუმ 90%

 

 





5 წელი

თელავის მუნიციპალიტეტი: ქ. თელავი, ს. წინანდალი;

ყვარლის მუნიციპალიტეტი: ქ. ყვარელი; სიღნაღის მუნიციპალიტეტი:  ქ. სიღნაღი; ბაღდათის მუნიციპალიტეტი:  კურორტი საირმე; დუშეთის მუნიციპალიტეტი: ს. შატილი

მესტიის მუნიციპალიტეტი: დაბა მესტია; ყაზბეგის მუნიციპალიტეტი: დაბა სტეფანწმინდა; ამბროლაურის მუნიციპალიტეტი:  ქ. ამბროლაური; გურჯაანის მუნიციპალიტეტი: ქ. გურჯაანი;

ონის მუნიციპალიტეტი:  ქ. ონი,  კურორტი შოვი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტი: დაბა ბაკურიანი, ქ. ბორჯომი, კურორტი ლიკანი;

ასპინძის მუნიციპალიტეტი : ვარძია;

ახმეტის მუნიციპალიტეტი: ს. ომალო და ს. შენაქო;

შავი ზღვის სანაპირო ზოლი:  სარფიდან-ფოთის ჩათვლით.-ტერიტორიის მინიმუმ 90%

 5 წელი

წყნეთი, ბეთანია, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, ოქროყანა, ნაფეტვრები, მუხათწყარო, მცხეთა, საგურამო - ტერიტორიის მინიმუმ 90%

შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);

გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული სირთულეების გათვალისწინებით ს. შატილის, ს. ომალოს და ს. შენაქოს დაფარვის ვალდებულების ათვლა მოხდება ლიცენზიის მფლობელის ან მე-3  პირის მიერ კავშირის ისეთი ტექნიკური სისტემის შექმნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის აგების მიმართ ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ან მომავალი თაობის IМТ ქსელების მიმართ რეკომენდაციების შესრულების და დაფარვის ვალდებულებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში.

ე.დ)უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს დასახლებული პუნქტებისათვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი4):

 დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა 100 000 ) ტერიტორიის მინიმუმ:

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 4 წელი

 90%-ში

30 მბ/წმ

 

 

დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა 15 000 და 100 000) ტერიტორიის მინიმუმ:

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 5 წელი

 75%-ში

 30 მბ/წმ

7 წელი

90%-ში

 

 დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა 10 000 და 15 000 ) ტერიტორიის მინიმუმ:

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 5 წელი

 50%-ში

 30 მბ/წმ

7 წელი

75%-ში

 

 დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა 5 000 და 10 000 ) ტერიტორიის მინიმუმ:

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 5 წელი

 75%-ში

 30 მბ/წმ

7 წელი

90%-ში

 

დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა 5 000 ) ტერიტორიის მინიმუმ:

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 5 წელი

 50%-ში

 30 მბ/წმ

7 წელი

75%-ში

შენიშვნა: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული„მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“(იხ. დანართი2);

ე.ე) უზრუნველყოს შემდეგი ობიექტების დაფარვა (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):

დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

 სერვისით უზრუნველყოფილი პუნქტი(ები)

 მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 

 

 

5 წელი

ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (შენობა-ნაგებობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე);

ქ. ქუთაისის აეროპორტი (კოპიტნარის) (შენობა-ნაგებობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე);

ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი (შენობა-ნაგებობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე);

ქ. ბათუმის საზღვაო პორტი (შენობა-ნაგებობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე);

ქ. ფოთის საზღვაო პორტი (შენობა-ნაგებობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე);

ტერიტორიის მინიმუმ 90%

 

 

 

30 მბ/წმ

შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2); საზღვაო პორტების მხრიდან ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მიმართ 5G  ქსელის და  მომსახურების დანერგვის პროცესში დაუძლეველი დაბრკოლებების და  ხელშემშლელი პირობების შექმნის შემთხვევაში, კომისია იმსჯელებს შესაბამისი დაფარვის ვალდებულების გადახედვაზე ლიცენზიის მფლობელის მომართვის საფუძველზე;

ე.ვ) უზრუნველყოს ქვემოთ ჩამოთვლილი საქართველოს საავტომობილო გზების მანძილის ≥90% დაფარვა, (სიჩქარის ვალდებულება მოქმედებს როგორც სტაციონარული/გაჩერებულ მდგომარეობაში, ასევე მოძრაობისას გზის გასწვრივ (მოძრაობის ზოლისა და მიმართულების მიუხედავად, სამგზავრო ავტოტრანსპორტისათვის  დასაშვები  მაქსიმალური  სიჩქარის  ფარგლებში) ~(მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):

დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

 დასაფარი მარშრუტები

 მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ),

 

 

 

 

 

 

7 წელი

თბილისი-საგარეჯო-ლაგოდეხი; თბილისი-მარნეული-სადახლო; თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდი; თბილისი-გუდაური-სტეფანწმინდა; სამტრედია-სენაკი;

სენაკი-ზუგდიდი;

სენაკი-ფოთი;

ფოთი-გრიგოლეთი; თბილისი-სარფი;

ხაშური-ახალციხე-ვალე; თერჯოლა-ტყიბული; ტყიბული-ამბროლაური; ამბროლაური-ონი-შოვი; ქუთაისი-ბაღდათი-საირმე; ჟინვალი-კორშა;

ჟინვალი - შატილი საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სოფლები: გუდანი, ბისო, ხახმატი.

თითოეული მონაკვეთის სიგრძის მინიუმ 90%

 

 

 

 

 

10 მბ/წმ

შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);

ე.ზ)უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს რკინიგზის ქვემოთ ჩამოთვლილი მონაკვეთების გასწვრივ მანძილის ≥90% იმგვარად, რომ გაზომვების შედეგად მიღებული მინიმალური საშუალო სიჩქარე შეადგენდეს ≥10 მბ/წმ-ს; (ვალდებულების შემოწმება განხორციელდება ავტომობილის შიგნით რკინიგზის გასწვრივ ლიანდაგიდან   არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით ). (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):

 დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

 დასაფარი მონაკვეთები

 მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ),

 

 

 7 წელი

თბილისი-ბათუმი; თბილისი-სადახლო; თბილისი-გარდაბანი; სამტრედია-ფოთი სენაკი-ზუგდიდი

თითოეული მონაკვეთის სიგრძის მინიმუმ 90%

 

 10 მბ/წმ

შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“  (იხ. დანართი 2); სს საქართველოს  რკინიგზის მხრიდან ლიცენზიის მფლობელი კომპანიის  მიმართ  5G  ქსელის  და  მომსახურების დანერგვის  პროცესში  დაუძლეველი დაბრკოლებების და ხელშემშლელი პირობების  შექმნის  შემთხვევაში, კომისია  იმსჯელებს შესაბამისი  დაფარვის  ვალდებულების გადახედვაზე ლიცენზიის მფლობელის მომართვის საფუძველზე;

ე.თ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის სრულფასოვანი წარმართვის მიზნით, რომელიც ხორციელდება ECC Recommendation (15)01-ის შესაბამისად, მიაწოდოს კომისიას დეტალური ინფორმაცია იმ სადგურების/გადამცემების შესახებ, რომელთა  განთავსება და ექსპლუატაცია განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე;

ე.ი)რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:

 მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);

 დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს,    სადაც    ლიცენზიით  განსაზღვრული  მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);

გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.

ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.

კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების     შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ;

ე.კ)უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე   დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების დანართ 5-ში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2030 წლის 1 იანვრამდე;

ე.ლ)„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს  დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;

ვ)ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის  და ხარისხის ვალდებულებები როგორც ამ ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლებით ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებულ სხვა სიხშირულ რესურსთან, მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას;

ზ)იმისთვის, რომ ამ ლიცენზიით განსაზღვრული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. აღნიშნული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

თ)დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

ი)შპს „სელფი მობაილმა“ უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F106 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის-1 860 211.50 (ერთი მილიონ რვაასსამოცი ათას ორასთერთმეტი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი  რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

155 019.00 ლარი - 2023 წლის 7 ოქტომბრამდე;

155 017.50 ლარი - 2023 წლის 7 ნოემბრამდე;

155 017.50 ლარი - 2023 წლის 7 დეკემბრამდე;

155 017.50 ლარი - 2024 წლის 7 იანვრამდე;

155 017.50 ლარი - 2024 წლის 7 თებერვლამდე;

155 017.50 ლარი - 2024 წლის 7 მარტამდე;

155 017.50 ლარი - 2024 წლის 7 აპრილამდე;

155 017.50 ლარი - 2024 წლის 7 მაისამდე;

155 017.50 ლარი - 2024 წლის 7 ივნისამდე;

155 017.50 ლარი - 2024 წლის 7 ივლისამდე;

155 017.50 ლარი - 2024 წლის 7 აგვისტომდე;

155 017.50 ლარი - 2024 წლის 7 სექტემბრამდე;

კ)შპს„სელფი მობაილმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

ლ)ლიცენზიის  მოქმედების  მთელი  პერიოდის  ვადაში  წინამდებარე  ლიცენზიის გაუქმება  (გარდა ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა) გამოიწვევს კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №გ-23-8/391, №გ-23-8/393 და 23 აგვისტოს №გ-23-8/407 გადაწყვეტილებების საფუძველზე (რომლითაც შპს„სელფი მობაილი“ გამარჯვებულად   გამოვლინდა   კომისიის   2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №18, №19 და №24 (ცალკემდგომ) აუქციონებში) გაცემული ლიცენზიის/ლიცენზიების გაუქმებას;

შენიშვნა: ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შეინარჩუნოს მის სარგებლობაში არსებული  და  კომისიის  2023  წლის  21 აგვისტოს №გ-23-8/391,№გ-23-8/393 და  23 აგვისტოს  №გ-23-8/407 გადაწყვეტილებების საფუძველზე (რომლითაც შპს „სელფი მობაილი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №18, №19 და №24 (ცალკემდგომ) აუქციონებში) გაცემული  ლიცენზია/ლიცენზიები, თუ წინამდებარე ლიცენზიით გათვალისწინებული  ვალდებულებები  გადავა ლიცენზიის მფლობელის სარგებლობაში არსებულ და კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №გ-23-8/391, №გ-23-8/393 და 23 აგვისტოს №გ-23-8/407 გადაწყვეტილებების საფუძველზე (რომლითაც შპს „სელფი მობაილი“ გამარჯვებულად გამოვლინდა  კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №18, №19 და №24 (ცალკემდგომ) აუქციონებში) გაცემულ ლიცენზიაში/ლიცენზიებში  და მოხდება ლიცენზი(ებ)ის მოდიფიცირება.

2.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ)სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „სელფი მობაილისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5.წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1, №2, №3, №4 და №5 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სელფი მობაილისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების პირველი  პუნქტის  „ა“, „ბ“,  „დ“  - „თ“ ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

8.კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

9.კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ - „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა) დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე                თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები