გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „პოსტვ“-ის ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-1 / 583

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2023 14:04

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2023

გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „პოსტვ“-ის  ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/2198 , 05.07.2023 და №შ-23-6/2261, 11.07.2023) მიმართა შპს „პოსტვ“-იმ (ს/ნ 402052906) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოძახებით   აუდიოვიზუალურ   მედიამომსახურებაზე   ავტორიზაციის   გავლის თაობაზე. კერძოდ,  განცხადების  შესაბამისად,  შპს  „პოსტვ“  ითხოვს  ავტორიზაციას  შემდეგი პირობებით:

ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: ახალი ამბები, სოციალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, ანალიტიკური, შემეცნებითი, გასართობი პროგრამები;

ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული;

გ) ინფორმაცია   გამოძახებით   აუდიოვიზუალური   მედიამომსახურების   მიწოდების   მიზნით გამოყენებული ელექტრონული        საკომუნიკაციო        ქსელებისა        და        საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  უფასო;

ე) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ავტორიზაციის თარიღიდან;

ვ) ინფორმაცია იმ  კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა)

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება:

ვ.ა) გამოძახებითი  აუდიოვიზუალური  მედიამომსახურების  მიმწოდებელს  სათავო  ოფისი  აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ვ.ბ) გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი სარგებლობს საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით;

ზ) ვებ-გვერდის მისამართი: www.postv.media

კომისია  ასევე  აღნიშნავს,  რომ  შპს  „პოსტვ“-ის  მიერ  კომისიაში  წარმოდგენილი  იყო „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის 451 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. შპს „პოსტვ“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. განსახორციელებელი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების კონცეფცია;

6. აუდიტორული კომპანიის დასკვნა რომელიც მოიცავდა ცნობას ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობას აქტივებისა და პასივების შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია განთავსებული კაპიტალის, აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 28 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „პოსტვ“-ის წარმომადგენელი ნინო ელოშვილი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა განხორციელდეს  შპს „პოსტვ“-ის (ს/ნ 402052906) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გატარდეს შპს „პოსტვ“ (ს/ნ 402052906) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: ახალი ამბები, სოციალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, ანალიტიკური, შემეცნებითი, გასართობი პროგრამები;

ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული;

გ) ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია: 

გ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  უფასო;

ე) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ავტორიზაციის თარიღიდან;

ვ) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა)

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება:

ვ.ა) გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ვ.ბ) გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი სარგებლობს საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით;

ზ) ვებ-გვერდის მისამართი: www.postv.media

2. შპს „პოსტვ“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;

ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „პოსტვ“-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „პოსტვ“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

  

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები