სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №გ-22-10/579 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2023 16:45
მიღების თარიღი მარტი 09, 2023
სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №გ-22-10/579 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №გ-22-10/579 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში -12 საათი;
ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
გადამცემის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
საარხო ზოლის სიგანე (კჰც) |
მოდუ ლაცია |
პოლარ იზაცია V/H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
1 |
დუშეთი სატელევიზიო ანძა |
103.3 |
300 |
FM |
V |
წრიული |
100 |
2 |
42° 0'5.69"N 44°39'21.70"E |
15 |
|
2 |
თიანეთი სატელევიზიო ანძა |
107.7 |
300 |
FM |
V |
წრიული |
100 |
2 |
42°06'7.03"N 44°56'54.70"E |
45 |
|
3 |
საჩხერე სატელევიზიო ანძა |
105.7 |
300 |
FM |
V |
წრიული |
100 |
2 |
42°20'54.86"N 43°24'4.22"E |
16 |
|
4 |
ჭიათურა სატელევიზიო ანძა |
103.7 |
300 |
FM |
V |
წრიული |
100 |
2 |
42°17'15.57"N 43°15'40.46"E |
50 |
|
5 |
ბორჯომი სატელევიზიო ანძა |
97.1 |
300 |
FM |
V |
წრიული |
100 |
2 |
41°49'27.20"N 43°23'0.33"E |
16 |
შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 2: სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2023 წლის 23 იანვარს წარმოადგინა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-11/173) ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ” (ს/კ 404511337).
2023 წლის 26 იანვარს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიიის“ დირექტორი კონსტანტინე ლეკიშვილი. მოსამზადებელ სხდომაზე კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №გ-22-10/579 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებთან.
ზეპირი მოსმენა სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2023 წლის 2 მარტს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიიის“ დირექტორი კონსტანტინე ლეკიშვილი.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №23-10-406, 27.02.2023) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის (ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს რადიო - ივერიას“) მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე ((ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს რადიო - ივერიის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია იხილეთ დანართის სახით). დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლიცენზიის სახეობაა - სათემო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ1 პუნქტის შესაბამისად, სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს შემოსავლის მიღებას; ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა ემსახურებოდეს თემის ინტერესებს; უნდა უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება; უნდა უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქებას. სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია. სამაუწყებლო კონცეფციის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია“ წარმოადგენს მართლმადიდებლური თემის ინტერესებზე ორიენტირებულ მაუწყებელს, ემსახურება თემის ინტერესს და უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში იმ თემის წევრების მონაწილეობას, რომელსაც ემსახურება. ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია“ აკმაყოფილებს კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №გ-22-10/579 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს: ლიცენზიის მაძიებელი წარმოდგენს მოქმედ საეთერო სათემო რადიომაუწყებელს, რომლის მიზანს წარმოადგენს მოქმედი სამაუწყებლო ბადით მაუწყებლობის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და რომლის მიერ წარმოდგენილი კონცეფციაც, ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს და მართლმადიდებლური თემის ინტერესებს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო სხდომა სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2023 წლის 9 მარტს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა ესწრებოდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიიის“ დირექტორი კონსტანტინე ლეკიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიიის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ1 პუნქტის და კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №გ-22-10/579 გადაწყვეტილების მოთხოვნებს. ასევე ა(ა)იპ
”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიიის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №გ-22-10/579 გადაწყვეტილების მოთხოვნებთან.
კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 9 მარტის საკონკურსო სხდომაზე ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის“ დირექტორმა კონსტანტინე ლეკიშვილმა სალიცენზიო გადასახდელის - 11,056.50 (თერთმეტი ათას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლისა და კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №გ-22-10/579 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია” (ს/კ 404511337);
2. უზრუნველყოს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 2,211.30 (ორი ათას ორასთერთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22 სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 7,739.55 (შვიდი ათას შვიდასოცდაცხრამეტი და 55 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო- ივერიისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიისთვის” ჩაბარების დღიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
