შპს „სტერეო+“-ის წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2023 14:39
მიღების თარიღი მარტი 02, 2023
შპს „სტერეო+“-ის წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2023 წლის 16 თებერვალს განცხადებით მიმართა შპს „სტერეო+“- მა (ს/კ 204986408) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/527, 16.02.2023), კომპანიის წილის 40%-ის ფიზიკურ პირ ლევან ზილფიმიანის (პ/ნ01030028356) მიერ შეძენაზე (შემდგომში „ტრანზაქცია“) წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
შპს „სტერეო+“-მა კომისიაში 2023 წლის 24 თებერვალს დამატებით წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/675, 24.02.2023) კომისიის მიერ დამატებით მოთხოვნილი (კომისიაში რეგისტრირებული Nგ-23-08/403,21.02.2023) ინფორმაცია და დოკუმენტაცია, კერძოდ კომპანიის მიერ 2023 წლის 16 თებერვალს წარმოდგენილი განცხადება მოყვანილი იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობაში, ასევე მოწოდებულ იქნა 16 თებერვალს წარმოდგენილი კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმში მითითებული კომპანიის პარტნიორების წარმომადგენელის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სტერეო+“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
რადიომაუწყებლობის ტრანზიტი
B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
შპს„სტერეო+“-ს 2013 წლის 20 ნოემბერს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა
მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა
მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
ავტორიზაციის ნომერი: BR-31
ავტორიზაციის თარიღი: 20/11/2013 00:00 თემატიკა/სხვა თემატიკები: გასართობი/მუსიკალური მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 20 მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული
გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყ. დაწყების ვადა: ციფრული (MUXE მულტიპლექსი-17/06/15), თანამგზავრული(საქართველო-10/01/14), სხვა ტექნოლოგია(საქართველო - 10/01/14)
ხელმისაწვდომობა:
უფასო (ციფრული), უფასო (თანამგზავრული), უფასო (სხვა ტექნოლოგია)
ბრენდული დასახელება: სტერეო+
შპს„სტერეო+“ ფლობს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად №MUX-B და №MUX-E ლიცენზიებს.
შპს „სტერეო+“ ახორციელებს ციფრულ მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე SD და HD ხარისხით და კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2022 წელს შეადგინა 5,315,847 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო 2023 წლის იანვარში 408,550 ლარი დღგ-ს გარეშე. რაც შეეხება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას, კომპანიას ამ ეტაპზე შემოსავლები არ უფიქსირდება.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B22158032,13/12/2022 12:09:23) შპს „სტერეო+“-ის პარტნიორები არიან: კომპანიის წილის 50%-ის მფლობელი ფიზიკური პირი დავით ზილფიმიანი (პ/ნ 01030001344), კომპანიის წილის 10%-ის მფლობელი არარეზიდენტი ფიზიკური პირი ლაშა ზილფიმიანი (YA1282005, იტალია), კომპანიის წილის 15%-ის მფლობელი არარეზიდენტი ფიზიკური პირი ელენა ხახალევა (72 8321358, რუსეთის ფედერაცია) და კომპანიის წილის 25%-ის მფლობელი ფიზიკური პირი რობერტ ხახალევ (ორმაგი მოქალაქე: საქართველო პ/ნ 01003003741, რუსეთის ფედერაცია 75 3717236, 64№162686), ხოლო კომპანიის დირექტორია ფიზიკური პირი მალხაზ კვარაცხელია (პ/ნ 01002009732).
შპს „სტერეო+“-ის 2023 წლის 16 თებერვლის განცხადების თანახმად, კომპანიის ორმა პარტნიორმა გამოთქვა სურვილი კომპანიის კუთვნილი წილების სრულად გასხვისების თაობაზე, კერძოდ, ფიზიკურ პირებს ელენე ხახალევას და რობერტ ხახალევს სურთ კომპანიის მათ საკუთრებაში არსებული წილი (ჯამში 40%) სრულად გაასხვისონ ფიზიკურ პირ ლევან ზილფიმიანზე. აღნიშნული ტრანზაქციის შედეგად მივიღებთ კომპანიის წილების შემდეგ გადანაწილებას (იხ. ცხრილი N1).
ცხრილი N1

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სტერეო+“ არის ავტორიზებული პირების შპს „ომეგა“-ს (ს/კ 236038033) წილის 100%-ისა და შპს „დი+“-ის (ს/კ 400166262) წილის 100%-ის მფლობელი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ომეგა“-ს და შპს „დი+“-ის დირექტორია ფიზიკური პირი გიორგი ხითარიშვილი (პ/ნ 01025019391).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სტერეო+“, მისი პარტნიორი ფიზიკური პირები: დავით ზილფიმიანი (50%), ლაშა ზილფიმიანი (10%), რობერტ ხახალევ (25%) და ელენე ხახალევა (15%), კომპანიის დირექტორი მალხაზ კვარაცხელია, ასევე შპს „ომეგა“, შპს „დი+“ და მათი დირექტორი გიორგი ხითარიშვილი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, ასევე, საქართველოში ავტორიზებულ პირებში წილს არ ფლობს ფიზიკური პირი ლევან ზილფიმიანიც, რომელსაც განზრახული აქვს შპს „სტერეო+“-ის წილის 40%-ის შეძენა, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან. შესაბამისად აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულებიდან გამოიკვეთა შემდეგი აფილირებული ავტორიზებული პირები:

შპს „ომეგა“ 2011 წლის 13 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
შპს „ომეგა“ ახორციელებს ციფრულ მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან დაშვების მომსახურებას ადგილობრივი მულტიპლექსით მანგლისის სამაუწყებლო ზონაში SD ხარისხით და კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2022 წელს შეადგინა 7,740 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო 2023 წლის იანვარში 645 ლარი დღგ-ს გარეშე.
შპს „დი+“ 2017 წლის 3 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
შპს „დი+“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად №MUX-D ლიცენზიას.
შპს „დი+“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ციფრული DVBT ტექნოლოგიით და კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2022 წელს შეადგინა 3,911,940 ლარი დღგ-ს გარეშე, აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის ბოლოსთვის შეადგინა 42,832 აბონენტი (970 იურიდიული პირი და 41,862 ფიზიკური პირი), ხოლო შემოსავლებმა 2023 წლის იანვარში შეადგინა 425,857 ლარი დღგ-ს გარეშე, აბონენტების რაოდენობამ 2023 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით 42,544 აბონენტი (1,016 იურიდიული პირი და 41,528 ფიზიკური პირი).
შპს „სტერეო+“-მა 2023 წლის 16 თებერვლის N294/02.2023 წერილთან (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/527, 16.02.2023) ერთად კომისიაში დამატებით წარმოადგინა კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმი, სადაც პარტნიორები გამოთქვამენ თანხმობას აღნიშნული ტრანზაქციის განხორცილების თაობაზე. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ტრანზაქციაში მონაწილე კომპანიის წილის 40%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ლევან ზილფიმიანი წარმოადგენს კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელის დავით ზილფიმიანის შვილს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სტერეო+“-ის წილის 40%-ის ფიზიკური პირის ლევან ზილფიმიანის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სტერეო+“-ისთვის წილის 40%-ის ფიზიკური პირის ლევან ზილფიმიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს„სტერეო+“-ს, შპს„სტერეო+“-ის წილის 40%-ის ფიზიკური პირის ლევან ზილფიმიანის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს„სტერეო+“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სტერეო+“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს„სტერეო+“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-ისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„სტერეო+“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს„სტერეო+“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
